მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს: აზერბაიჯანთან მემორანდუმი შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებს
სეს: აზერბაიჯანთან მემორანდუმი შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებს

სეს: აზერბაიჯანთან მემორანდუმი შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებს

BM.GE7 მაისი, 2026, 14:19|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება. „შემუშავდა მემორანდუმი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ როგორც მცენარეთა მავნებლებს, ასევე ცხოველთა გადამდებ ინფექციურ დაავადებებს“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →ერთად →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE