მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-ი ₾1,8 მლნ-ის ფურგონებს და მიკროავტობუსებს ყიდულობს, რომელთა საბარგულებშიც გალიები უნდა ჩამონტაჟდეს
სეს-ი ₾1,8 მლნ-ის ფურგონებს და მიკროავტობუსებს ყიდულობს, რომელთა საბარგულებშიც გალიები უნდა ჩამონტაჟდეს

სეს-ი ₾1,8 მლნ-ის ფურგონებს და მიკროავტობუსებს ყიდულობს, რომელთა საბარგულებშიც გალიები უნდა ჩამონტაჟდეს

BM.GE16 მაისი, 2026, 01:28|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო 4 ფურგონს და 13 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელთა საბარგულშიც გალიები უნდა ჩამონტაჟდეს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერები უწყებამ 13 და 15 მაისს გამოაქვეყნა. პირველი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 490 710 ლარია, მეორესი კი - 311 076 ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არანაკლებ 2025 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემსყიდველისთვის გადაცემის შემდეგ, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, უნდა უზრუნველყოს საბარგულში სპეციალიზებული გალიების ჩამონტაჟება.

ამასთან, ფურგონები და სატვირთო მიკროავტობუსები უნდა იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

ცნობისთვის, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მთავრობამ თანხმობა აღნიშნულ შესყიდვებზე 8 მაისის განკარგულებებით მისცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE