მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს
სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

სესმა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაცია გამოავლინა|ობიექტს საქმიანობა შეუჩერეს

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 00:25|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭავჭავაძის გამზირის №67-ში მდებარე სარეალიზაციო ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს და დარღვევების გამო საქმიანობა შეუჩერეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს შესაბამისი რეგისტრაციისა და სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების გარეშე ყიდდა. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისთვის სავალდებულოა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება. აღნიშნული პროცედურა სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით კონტროლს აქტიურად აგრძელებენ. ამასთან, უწყება ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ტარდება - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ესპანეთთან?

BM.GE

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

რატომ დატოვა OpenAI-ის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელმა თანამდებობა?

BM.GE

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

ქუთაისის სასტუმროს ბიზნესი რაოდენობაზე მეტად მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებზე გადართვას ითხოვს

BM.GE

დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

დონალდ ტრამპმა "სუპერინტელექტის გაერთიანებული ძალები შექმნა" - რა არის ის და ვინ არიან მისი წევრები?

BM.GE