მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარშან EU-დან გაძევებულთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - რამდენ პირს შეეხო მექანიზმი?
შარშან EU-დან გაძევებულთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - რამდენ პირს შეეხო მექანიზმი?

შარშან EU-დან გაძევებულთა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - რამდენ პირს შეეხო მექანიზმი?

BM.GE13 მაისი, 2026, 22:02|bm.ge

ევროსტატის ინფორმაციით, საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით.

ევროსტატმა საიმიგრაციო კანონმდებლობის აღსრულების შესახებ 2025 წლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა მესამე ქვეყნის 132 600 მოქალაქეს, რაც 2024 წელთან 7.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამას გარდა, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე ქვეყანაში ჯამში 135 460 პირი დაბრუნდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი პირი დააბრუნეს:

• გერმანია - 29 295; • საფრანგეთი - 14 940; • შვედეთი - 11 250;

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მესამე ქვეყნებში დაბრუნებულ პირთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა. საქართველო ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, ხოლო მესამე ადგილს სირია იკავებს - 8 370 დაბრუნებული მოქალაქით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE