
შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობა-მეღვინეობის სექტორია - როგორ ნაწილდება სუბსიდია
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არის სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების სისტემა, რომლითაც მთავრობა მეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახდენს.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროექტის ფარგლებში, 2013-2025 წლებში, სულ 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდია გაიცა 8 089 ბიზნესესხზე, რომელიც 2,827 კომპანიის მიერ იყო აღებული. ამასთან აღნიშნული სესხების მოცულობა ანუ თანხა, რაც ბიზნესებმა ბანკებიდან ისესხეს და რაზედაც 1.07 მილიარდი ლარის პროცენტის თანადაფინანსება მიიღეს, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი კრედიტის საშუალო მოცულობა 561,000 ლარს, გაცემული სუბსიდიის ზომა კი 132 ათასი ლარი იყო.
BMG-იმ შეამოწმა აღნიშნული 8 089 კრედიტი იურიდიული პირების და სესხის მიმღები ბენეფიციარების და სექტორების მიხედვით, საიდანაც ირკვევა, რომ გაცემული 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდიიდან ყველაზე მეტი - 311 მილიონი ლარი ღვინის, ბრენდის და ყურძნის წარმოების მიმართულებებზე გაიცა.
ამასთან, პროექტის მიზნების ყველაზე მეტად ამ სექტორზე კონცენტრაციაზე მიუთითებს ისიც, რომ სექტორების ჩამონათვალში სხვა მიმართულებები ნაკლები დეტალიზაციით არის წარმოდგენილი, მაგალითად მითითებულია მებაღეობის სექტორზე გამოყოფილი 270.9 მილიონი ლარი, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, რა კულტურებზე მოხდა თანხის გაცემა, მაგალითად, ეს იყო ნუშის ბაღები, ატმის, ვაშლის, ციტრუსის თუ სხვა კულტურების ბაღები. ხოლო მევენახეობა-მეღვინოების სექტორზე სტატისტიკა მოიცავს არაერთი ქვეკატეგორიას - ყურძნის შესყიდვა (148 მლნ), ღვინის წარმოება (109 მლნ), მევენახეობა (45 მლნ) და სხვა მიმართულებები, რაც ღვინოსთან არის დაკავშირებული.
პროექტის სტატისტიკის თანახმად, მესაქონლეობაზე გაიცა 36 მილიონი ლარის სუბსიდია, თუმცა არაა მითითებული, რა საქონლის წარმოებას მოიცავს აღნიშნული კრედიტები, არის ეს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი.
# დარგი სუბსიდირებული კრედიტების რაოდენობა ჯამური დაფინანსება (₾) 1 მებაღეობა 1369 270,948,247 2 ყურძნის შესყიდვა 877 148,030,829 3 ღვინის წარმოება 690 108,851,950 4 პროდუქციის შესანახი მაცივრები 334 60,152,821 5 შერეული გადამმუშავებელი საწარმოები 200 58,808,798 6 მევენახეობა 271 45,054,879 7 მეფრინველეობა 507 38,038,244 8 მესაქონლეობა 321 36,265,320 9 პროდუქციის შესანახი საწყობები 319 34,875,340 10 ტექნიკა 528 23,486,081 11 სასათბურე მეურნეობა 261 22,526,078 12 რძის გადამუშავება 175 22,439,119 13 ხილის გადამუშავება 142 21,055,116 14 თხილის გადამუშავება 168 18,120,457 15 მეთევზეობა 235 13,819,793 16 ხორცის გადამუშავება 53 12,629,475 17 შერეული 164 11,465,742 18 ცხოველების საკვების წარმოება 81 10,932,749 19 კაკლის გადამუშავება 28 9,205,206 20 მეღორეობა 44 8,682,349 21 ტექნიკა და იმპლემენტი 220 6,807,356 22 შესაფუთი მასალების წარმოება 45 5,921,743 23 პურპროდუქტების წარმოება 8 5,841,471 24 ლოკოკინა 37 5,666,197 25 კონიაკის წარმოება 39 5,294,797 26 თევზის გადამუშავება 15 5,178,407 27 მარცვლეულის საშრობები 41 4,656,366 28 მარცვლეული კულტურების მოყვანა 188 4,579,127 29 მარცვლეულის წარმოება 72 4,550,315 30 დაფნის გადამუშავება 29 4,021,262 31 ვაშლი 49 3,481,766 32 არყის წარმოება 26 3,454,028 33 შერეული მემცენარეობა 46 3,416,511 34 სოკოს წარმოება 24 3,342,691 35 ჩაის წარმოება 40 2,829,741 36 იმპლემენტი 130 2,549,511 37 სასაკლაოს მოწყობა 65 2,500,202 38 შერეული მეცხოველეობა 27 2,456,495 39 შერეული ინფრასტრუქტურული საწარმოები 16 1,646,831 40 შერეული შესაფუთი და ტარა მასალები 12 1,557,426 41 ლუდის წარმოება 11 1,099,292 42 ზეთის წარმოება 7 1,056,459 43 სანერგე 10 960,647 44 ბოსტნეულის გადამუშავება 12 801,605 45 მეცხვარეობა 12 793,698 46 ეთერზეთების წარმოება 5 776,351 47 მებაღჩეობა 7 766,179 48 მუხის კასრების წარმოება 1 726,660 49 მაკარონის წარმოება 1 607,305 50 ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება 2 574,786 51 კენკროვნების გადამუშავება 6 474,730 52 მებოსტნეობა 26 441,508 53 შერეული მემც./მეც. 12 380,167 54 ტყავის გადამუშავება 2 330,037 55 თაფლის გადამუშავება 8 320,408 56 ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოები 1 307,248 57 მეფუტკრეობა 20 303,414 58 ფრინველის საჩეკი მეურნეობა 3 250,532 59 სუნელების წარმოება 6 248,481 60 სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობები 1 204,721 61 სასოფლო სამეურნეო სამუშაოები 16 94,387 62 მებოცვრეობა 1 57,497 63 მანდარინი რეალ. 9 48,516 64 მანდარინი გადამ. 5 34,247 65 თამბაქოს წარმოება 1 33,919 66 საჩითილე 1 26,366 67 ღვინის ქვევრების წარმოება 2 19,923 68 ზეთოვანი კულტურა 2 14,832 69 სასუქები/შხამქიმიკატები 2 8,017 70 ატამი 1 2,680 სულ: 8089 1,066,905,447
BM.GE
წყარო: bm.ge