
"შეღავათიანი აგროკრედიტით" ბიზნესმა 12 წელში ₾1 მლრდ-ის სუბსიდია მიიღო - TOP-20 ბიზნესჯგუფი
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა არის სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების სისტემა, რომლითაც მთავრობა მეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახდენს.
პროგრამის ანგარიშის თანახმად, 2013-2025 წლებში სულ 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდია გაიცა 8089 ბიზნესესხზე, რომელიც 2,827 კომპანიის მიერ იყო აღებული. ამასთან აღნიშნული სესხების მოცულობა, ანუ თანხა, რაც ბიზნესებმა ბანკებიდან ისესხეს და რაზეც 1.07 მილიარდი ლარის პროცენტის თანადაფინანსება მიიღეს, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი კრედიტის საშუალო მოცულობა 561,000 ლარს, გაცემული სუბსიდიის ზომა კი 132 ათას ლარს შეადგენდა.
BMG-იმ შეამოწმა აღნიშნული 8089 კრედიტი იურიდიული პირების და სესხის მიმღები ბენეფიციარების და სექტორების მიხედვით, საიდანაც ირკვევა რომ გაცემული 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდიიდან ყველაზე მეტი - 311 მილიონი ლარი ღვინის, ბრენდის და ყურძნის წარმოების მიმართულებებზე გაიცა.
ბენეფიციართა შორის კი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი - Bolero ჯგუფი, რომელთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც, 2013-2025 წლებში 67.8 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს.
მეორე პოზიციას 21.5 მილიონი ლარით "დუგლაძეების ღვინის კომპანია" და მასთან დაკავშირებული კომპანიები იკავებენ.
მესამე პოზიციაზე კი "კახური ტრადიციული მეღვინეობა" და მასთან დაკავშირებული კომპანიებია 18.2 მილიონი ლარის მიღებული სუბსიდიით.
# კომპანიის/ჯგუფის დასახელება ჯამური დაფინანსება (₾) ბენეფიციარი მესაკუთრე 1 Bolero Group 67,800,745 ვახტანგ კარიჭაშვილი 2 დუგლაძეების ღვინის კომპანია 21,542,029 ზაალ და დავით დუგლაძე 67% ალექსანდრე ივანიშვილი 33%. 3 კახური ტრადიციული მეღვინეობა 18,185,578 ზურაბ ჩხაიძე 4 ასკანელი ძმები 14,273,543 გოჩა ჩხაიძე 5 ყვარლის ბაგა 10,706,502 ლაშა პაპაშვილი 6 ჯგუფი მეღვინეობა ხარება და აგრობაღები 10,051,060 ალექსანდრე ხარებავა 7 სს სარაჯიშვილი 9,425,455 მარინა მალაზონია გიორგი ზურაბ და თამარ ბუბუტეიშვილი 8 ფემილი ფარმ 6,076,202 გიორგი არველაძე ანა ქვირია 9 ჩირინა 5,795,028 რევაზ ვაშაკიძე 10 ბადაგონი 5,745,630 გიორგი სალაყაია 11 "წინანდლის ძველი მარანი" 5,487,621 ნანი მენაბდიშვილი 12 სს თბილღვინო 5,321,394 გიორგი და ზურაბ მარგველაშვილი 13 მაღარო კაპიტალი 5,032,459 ლაშა იორდანაშვილი უტა მაზიაშვილი ციალა დარჩიაშვილი 14 ტიფლისსკი ვინნი პოგრებ 4,866,685 სერგეი კრივოშეევი 15 სს თელიანი ველი 4,577,445 საქართველოს კაპიტალი 16 ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია 4,535,118 The Paulsen Family Foundation 17 ჯი პი პი (ნოსტე) 4,395,093 მინდია საბანაძე 18 ქართველი 4,097,817 ჯიმშერ ჩხაიძე 19 უდაბნო 4,024,396 თემურ უგულავა 20 აი ჯი აგრო 3,832,634 ცისბედი ქართველიშვილი