მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Shein-ი ტანსაცმლის ეკომეგობრულ ბრენდ Everlane-ს $100 მილიონად შეისყიდის
Shein-ი ტანსაცმლის ეკომეგობრულ ბრენდ Everlane-ს $100 მილიონად შეისყიდის

Shein-ი ტანსაცმლის ეკომეგობრულ ბრენდ Everlane-ს $100 მილიონად შეისყიდის

BM.GE31 მაისი, 2026, 01:51|bm.ge

სწრაფი მოდის ჩინური კომპანია Shein-ი ეკომეგობრული ტანსაცმლის მწარმოებელი Everlane-ის შესყიდვას დასთანხმდა.

ამის შესახებ Everlane-ის აღმასრულებელმა დირექტრომა, ალფრენდ ჩენგმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შერწყმა კომპანიას მომხმარებლებთან უფრო ახლოს მისვლის და გლობალური გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

საქმე ისაა, რომ Everlane მწვანე, ეკომეგობრული, მდგრადი ბრენდია, რომელიც თავისი მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობით ამაყობს. Shein-ი კი სწრაფი მოდის კომპანიაა, რაც, თავის მხრივ, მასობრივ წარმოებას, დაბალ ხარისხსა და გარემოს დამაზიანებელ პრაქტიკებს გულისხმობს.

ჩენგის თქმით, გარიგების მიუხედავად, Everlane "დამოუკიდებელ ბრენდად გააგრძელებს ფუნქციონირებას და შეინარჩუნებს ერთგულებას თავისი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ბრენდის ღირებულებების, მდგრადობის ვალდებულებებისა და გამორჩეული ხარისხის მიმართ".

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა, თუმცა საერთაშორისო მედიები $100-მილიონიან შეთანხმებაზე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კრიტიკისა, რასაც Shein-ი თავისი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის გამო აწყდება, ელექტრონული კომერციის ჩინურ გიგანტს საკუთარი მდგრადობის პროგრამებიც აქვს შემუშავებული.

გარიგებას ორივე მხარისთვის აქვს დადებითი მხარეები. GlobalData-ს მმართველი დირექტორის, ნილ სონდერსის თქმით, Everlane-ის შეძენა Shein-ს დაეხმარება, სწრაფი მოდის სფეროსა და თავის ჩვეულებრივ, ბიუჯეტურ შეთავაზებებს გასცდეს.

"Everlane არ არის რევოლუციური ნაბიჯი Shein-ისთვის, მაგრამ ის ქმნის ნარატივს, რომ კომპანიას უფრო დაბალანსებული პორტფელი აქვს, რისი გაყიდვაც პოტენციურ ინვესტორებზე მომავალში პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) დროს იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა მან.

მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება კითხვები იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა Everlane-ს Shein-ის მფლობელობაში. ამ გაერთიანებამ, შესაძლოა, შელახოს Everlane-ის იმიჯი იმ მომხმარებლების თვალში, რომლებსაც მისი მდგრადობის პოლიტიკა იზიდავდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE