მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"
"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

"შეკვეთები იზრდება, შესაბამისად, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ" - "აჭარა ტექსტილე"

BM.GE10 მაისი, 2026, 18:56|bm.ge

“აჭარა ტექსტილე” მიმდინარე წელს წარმოების და შემოსავლის დაახლოებით 10%-ით ზრდას ელოდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გია ლომინაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“შეკვეთები იზრდება და აქედან გამომდინარე, წელს დაახლოებით 10%-იან ზრდას ვვარაუდობთ”, - აღნიშნა ლომინაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისად, კომპანიის საწარმოებში ზრდიან დასაქმებულთა რაოდენობასაც.

"2025 წელს დაახლოებით 800-900 თანამშრომელი დავიმატეთ კიდევ ვეძებთ მკერავებს. საგამომჭრელოშიც გვჭირდება დასაქმებულები. ვცდილობთ, რომ კიდევ გავზარდოთ საწარმო", - განაცხადა "აჭარა ტექსტილეს" დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, კადრების დეფიციტის პრობლემა ისევ არის, რის გამოც ხელფასების ზრდაც მოუწიათ.

"ბოლო პერიოდში საქართველოში მუშა ხელის ხარჯი ძალიან გაიზარდა. შესაბამისად, ვცდილობთ რთული მოდელების შეკერვას, ანუ შედარებით უფრო ძვირად ღირებულის. ფაქტობრივად, უფრო რთულ მოდელებზე გადავდივართ, მარტივი მოდელები კი შეიკერება ეგვიპტეში, სადაც რამდენიმე თვეში ამოქმედდება ჩვენი კომპანიის საწარმო”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "აჭარა ტექსტილეში" დასაქმებულთა ხელფასებმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 58.6 მილიონი ლარი შეადგინა.

"აჭარა ტექსტილეს" უკვე წლებია ისეთი გლობალური ბრენდების ტანსაცმელებს კერავს, როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა. სამკერვალო 2008 წელს თურქულმა სააქციო საზოგადოება “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთმა” დააფუძნა. "აჭარა ტექსტილეს" 2024 წლის ფინანსური შედეგების მიხედვით კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და 258.3 მილიონ ლარს მიაღწია (2023 წელი – 247.3 მილიონი ლარი).

საწარმოო ფაბრიკები განთავსებულია რუსთავში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE