მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემდეგ 10 წელში ელექტროენერგიის მოხმარება 3.4%-ით გაიზრდება - Galt & Taggart
შემდეგ 10 წელში ელექტროენერგიის მოხმარება 3.4%-ით გაიზრდება - Galt & Taggart

შემდეგ 10 წელში ელექტროენერგიის მოხმარება 3.4%-ით გაიზრდება - Galt & Taggart

BM.GE13 მაისი, 2026, 15:13|bm.ge

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2026-2035 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად საშუალოდ 3.4%-ით გაიზრდება.

საინვეტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის "ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში" წერია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდას მიჰყვება, თუმცა არსებობს გამონაკლისი წლებიც. ასე მაგალითად თუ 2025 წელს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა 3.5% იყო. 2024 წელს კი როცა მშპ 9.7%-ით გაიზარდა, ქვეყანაში დენის მოხმარების ზრდამ 6% შეადგინა.

ამას გარდა, დოკუმენტში წერია, რომ ბოლო წლებში ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა. ხოლო CFD-ს (ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების მექანიზმი) შემოღებამ ინვესტორის ინტერესი გაზარდა.

თუმცა ყველაზე მეტი სიმძლავრე (36 მეგავატი) ქვეყანაში გარანტირებული შესყიდვის მექანიზმის (PPA) პირობებში აშენდა.

ჯამში, დღეის მდგომარეობით საქართველოს ელექტროსისტემის დადმული სიმძლავრე 4800 მეგავატამდეა, საიდანაც 3.5 ათასი მეგავატი ჰესებია, 1.2 ათასი მეგავატი კი თბოსადგურები. მზისა და ქარის სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე ძალიან მცირე 50 მეგავატამდეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE