მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შემოსავლები 12%-ით გაგვეზარდა" - Oktopus Fitness Club
"შემოსავლები 12%-ით გაგვეზარდა" - Oktopus Fitness Club

"შემოსავლები 12%-ით გაგვეზარდა" - Oktopus Fitness Club

BM.GE17 მაისი, 2026, 19:41|bm.ge

სპორტული კომპლექსების ქსელი Oktopus Fitness Club 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების ზრდას აფიქსირებს. კომპანიის მმართველი პარტნიორი, გიორგი ასათიანი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ზრდა როგორც წევრების რაოდენობის, ისე დამატებითი სერვისების მიმართულებით დაფიქსირდა.

"პირველ კვარტალში მორიგი ზრდა დაგვიფიქსირდა - დაახლოებით 12%-იანი ზრდა არის შემოსავლებში. ეს პირდაპირპროპორციულად აისახა ჩვენი წევრების რაოდენობაზეც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების ნაწილში მნიშვნელოვნად გაიზარდა „ველნეს“ მიმართულებების წილიც, იქნება ეს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, ნუტრიციოლოგია თუ სხვა სერვისები", - განაცხადა გიორგი ასათიანმა.

მისივე თქმით, მომხმარებლებისთვის Oktopus Fitness Club უკვე მხოლოდ სავარჯიშო სივრცე აღარ არის და უფრო ფართო, ჰოლისტიკურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა, რომელიც სპორტულ, გამაჯანსაღებელ და კვებით სერვისებს აერთიანებს.

როგორც მმართველი პარტნიორი ამბობს, კომპანიაში განსაკუთრებულად გაზრდილია მოთხოვნა პილატესის, იოგას, Reformers-ის ვარჯიშების, მასაჟისა და სპა მომსახურებების მიმართულებით. გარდა ამისა, ასათიანის ინფორმაციით, პირველ კვარტალში მომხმარებლებს რამდენიმე ახალი სერვისიც შესთავაზეს, მათ შორის ე.წ. Cold Plunge, რომელიც თბილისის ბაზარზე ჯერ კიდევ იშვიათად არის წარმოდგენილი. ამასთან, კომპანიამ ცოტა ხნის წინ საკუთარი საკვები დანამატების ხაზი, Oktopus Nutrition გამოუშვა. გიორგი ასათიანის განმარტებით, პროდუქცია გერმანიაში, კომპანიის დაკვეთით იწარმოება და ქართულ ბაზარზეა მორგებული.

"ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა ჩვენი დაბრენდილი ქართული პროტეინის ფხვნილი გამოვუშვით. პროდუქტმა მომხმარებლის მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა", - აღნიშნა მან.

მიუხედავად გაზრდილი საოპერაციო ხარჯებისა, მათ შორის სახელფასო ბიუჯეტისა და კომუნალური დანახარჯების ზრდისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების შენარჩუნებას ცდილობენ. „ვცდილობთ, რომ ფასები შევინარჩუნოთ და წლის ბოლომდე კორექტირება არ მოხდეს“, - ამბობს ასათიანი.

ამ დროისთვის Oktopus Fitness Club ჯამში 6 ფილიალს აერთიანებს, მათგან ერთი ბათუმში ფუნქციონირებს. კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება, რომელიც 5-დღიან დაპაუზებასაც მოიცავს, 195-დან 655 ლარამდე მერყეობს და კონკრეტულ ფილიალზეა დამოკიდებული. ხოლო Oktopus Nutrition-ის პროტეინის ფხვნილის ფასი ოფიციალურ ვებგვერდზე 145 ლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE