
„შენთვის შერჩეული“ - როგორია "დეილი ჯგუფის" ინიციატივა ფასების შესამცირებლად?
"დეილი ჯგუფი", რომელიც აერთიანებს: "დეილის", "სპარს", "კალათას", "მაგნიტს", "გვირილას" და "იოლს", ფასების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ჯგუფში აღნიშნავენ, „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადება და პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფასების საკითხის გადაწყვეტა ეფექტურად შესაძლებელია არა ბაზრის მექანიზმებში უხეში ჩარევით, არამედ კონკურენციის გაძლიერებითა და კერძო სექტორის პასუხისმგებლიანი ჩართულობით.
ჰოლდინგის ინიციატივით, შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს და მათზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ ინიცირებული „საოჯახო კალათის“ მიდგომა, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ქსელების მხრიდან შერჩეულ პროდუქტებზე სპეციალური, მუდმივი საფასო პოლიტიკის დანერგვას.
ამავე ხედვას ეხმიანება ჩვენი ჰოლდინგის ინიციატივა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯს მომხმარებლისთვის ხელშესახები შედეგის მისაღწევად მოკლევადიან პერიოდში.
საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა — „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს — ისეთებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. ეს პროდუქტები წინასწარ იქნება შერჩეული და წარმოდგენილი ჩვენი ჰოლდინგის თითოეული ბრენდის ქსელში ერთიანი კომუნიკაციით. ჩვენი მიზანია: