მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა" - მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგასთან საუბარზე
"შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა" - მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგასთან საუბარზე

"შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა" - მაკა ბოჭორიშვილი ანდრეი სიბიგასთან საუბარზე

BM.GE7 მაისი, 2026, 04:20|bm.ge

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "იმედის" ეთერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან მის სატელეფონო კომუნიკაციაზე ისაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ინიციატივა, რომელიც "მოდის უკრაინული მხარისგან".

როგორც ბოჭორიშვილმა თქვა, შეთანხმდნენ რომ მალე გაიმართება შეხვედრაც.

"ნამდვილად, გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა სატელეფონო საუბარი უკრაინელ კოლეგასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომლებიც დაგროვილია დღის წესრიგში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არცთუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც შეუძლებელია, გვერდით გადავდოთ. მნიშვნელოვანია, ერთი, რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე, რაც უკვე შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. მეორეს მხრივ, ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში, უკრაინული მხარისგან იყოს სწორად გაგებული ისე, როგორც გავიგეთ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა. შევთანხმდით, რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე - ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE