მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Shine Energy აფართოებს საქმიანობას და ახალ მიმართულებას - “Shine Energy & Sustainability” იწყებს
Shine Energy აფართოებს საქმიანობას და ახალ მიმართულებას - “Shine Energy & Sustainability” იწყებს

Shine Energy აფართოებს საქმიანობას და ახალ მიმართულებას - “Shine Energy & Sustainability” იწყებს

BM.GE11 მაისი, 2026, 19:55|bm.ge

მზის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი EPC კომპანია, “შაინ ენერჯი”, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და საზოგადოებას ახალ მიმართულებას - “Shine Energy & Sustainability”-ს წარუდგენს.

ინიციატივის მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მდგრადი განვითარების მხარდაჭერა და ეკომეგობრული მიდგომების პოპულარიზაციაა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამედროვე ენერგეტიკა მხოლოდ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს აღარ გულისხმობს - ის მოიცავს პასუხისმგებლობას გარემოს, საზოგადოების და მომავალი თაობების წინაშე. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა ახალი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობას გააერთიანებს.

“Shine Energy & Sustainability” - ის ფარგლებში დაგეგმილია:

• გარემოსდაცვითი და საგანმანათლებლო კამპანიები • მიმდინარე და სამომავლო მდგრადობის პროექტების გაზიარება • ESG და Sustainability მიმართულებების შესახებ დისკუსიები • პრაქტიკული რეკომენდაციები ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პლატფორმა იქნება სივრცე ცოდნის, გამოცდილებისა და თანამშრომლობისთვის იმ ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მდგრადი განვითარების იდეებს იზიარებენ.

“Shine Energy & Sustainability ჩვენი განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. გვინდა, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა უფრო ფართო საზოგადოებას გავუზიაროთ. გვჯერა, რომ რეალური ცვლილებები სწორედ ცნობიერების ამაღლებით იწყება და თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილის შეტანა უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში,” - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ნინო გადელია.

“შაინ ენერჯი” გეგმავს, რომ ახალი მიმართულება აქტიურ პლატფორმად ჩამოყალიბდეს როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლიან და ეკომეგობრულ მომავალს უჭერენ მხარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE