მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გასვლა მოითხოვეს
შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გასვლა მოითხოვეს

შოტლანდიამ, უელსმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ გაერთიანებული სამეფოდან გასვლა მოითხოვეს

BM.GE15 სექტემბერი, 2026, 01:16|bm.ge

შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა გაერთიანებული სამეფოდან გასვლის პროცესის დასაწყებად კარდიფში ოფიციალური ხელმოწერა გააფორმეს.

ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი მიზნად გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის შესახებ ოფიციალური რეფერენდუმის მოთხოვნას ისახავს. თავად ეს ნაბიჯი კი ლონდონის ცენტრალურ ხელისუფლებაზე პირდაპირი პოლიტიკური წნეხის გაზრდას ემსახურება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კარდიფის სამიტის გამართვას წინ ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში გაკეთებული ხმაურიანი განცხადება უძღოდა. The Telegraph-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ ის შოტლანდიის დამოუკიდებლობის ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას მხოლოდ საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში დაუშვებდა. როგორც ჩანს, ამ ღიად გაჟღერებულმა პოზიციამ რეგიონულ ლიდერებს საკუთარი მოთხოვნების ხელახლა წამოყენების ინტერესი გაუჩინა.

როგორც მედია წერს, მიმდინარე პროცესზე გავლენა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებებმაც იქონია. როგორც ცნობილია, დუბლინში ვიზიტისას ტრამპმა ერთიანი ირლანდიის ხილვის სურვილი ღიად გამოხატა. ამერიკის ლიდერმა ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიის რესპუბლიკასთან შესაძლო გაერთიანებას „დიდი მოვლენა“ უწოდა და იქვე დასძინა, რომ შეუძლებელია, ეს ცუდი იყოს.

ცნობისთვის, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წელს გაიმართა. მაშინ მოსახლეობის უმრავლესობამ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ჩრდილოეთ ირლანდიის სამართლებრივი სტატუსი და თვითგამორკვევის შესაძლებლობა კი 1998 წლის „დიდი პარასკევის შეთანხმებით“ უკვე 2 ათეულ წელზე მედია განსაზღვრულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

სანკტ-პეტერბურგში საწვავის დეფიციტის გამო ორკილომეტრიანი რიგები გაჩნდა

BM.GE

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

TasteAtlas: ქართული საფერავი და ქვევრის ღვინო მსოფლიოს საუკეთესო 5 ღვინოს შორის დასახელდა

BM.GE

რატომ შეუჩერა რუსეთმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?

რატომ შეუჩერა რუსეთმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება?

BM.GE

“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

“ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

BM.GE