მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროსთვის კვერცხს და ყველს გამარტივებული წესით ყიდულობს
შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროსთვის კვერცხს და ყველს გამარტივებული წესით ყიდულობს

შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა თავდაცვის სამინისტროსთვის კვერცხს და ყველს გამარტივებული წესით ყიდულობს

BM.GE14 მაისი, 2026, 18:49|bm.ge

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" გამარტივებული წესით 110 700 ლარის კვერცხს და 139 000 ლარის ყველს ყიდულობს.

როგორც გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმებიდან ირკვევა, საუბარია 10 000 კგ ყველის და 270 000 ცალი კვერცხის შესყიდვაზე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კვებით კმაყოფაზე მყოფი მოსამსახურეებისთვის.

რაც შეეხება გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობის მიზეზებს, 2026 წლის 11 თებერვალს გამოცხადდა კონსოლიდირებული ტენდერი, რომლის ფარგლებშიც შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-სა და შპს „ბუღა“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2 750 000 ცალი ქათმის კვერცხის მიწოდების თაობაზე, საერთო ღირებულებით - 1 155 000 ლარი. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო პროდუქციის სრული რაოდენობის მოწოდება და მასთან საბოლოოდ ხელშეკრულება შეწყდა.

“ვინაიდან, შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"-ს არ ჰქონდა პროდუქციის მარაგი, SMP260001312 მიღებული ნებართვის ფარგლებში (გადაუდებელი აუცილებლობა) 2026 წლის 01 მაისს N 0105/02 ხელშეკრულებით შეისყიდა 170 000 ცალი ქათმის კვერცხი, რომელიც ჩვენთვის წარმოადგენს დაახლოებით ერთი კვირის მარაგს.

გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება კვერცხის შესყიდვაზე შპს ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას'' უდგას ახალი კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებამდე და შესაბამისად მასში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე”,- წერია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ყველს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის'' მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ყველის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერები არ შედგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE