მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს 31 მაისს "პოლიციის დღის" აღნიშვნისთვის 1 მლნ-მდე ლარს უტენდეროდ დახარჯავს
შსს 31 მაისს "პოლიციის დღის" აღნიშვნისთვის 1 მლნ-მდე ლარს უტენდეროდ დახარჯავს

შსს 31 მაისს "პოლიციის დღის" აღნიშვნისთვის 1 მლნ-მდე ლარს უტენდეროდ დახარჯავს

BM.GE29 მაისი, 2026, 22:07|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს "პოლიციის დღის" აღნიშვნისთვის 1 მილიონამდე ლარს უტენდეროდ დახარჯავს. შესყიდვების ვებგვერდის თანახმად, შესყიდვის ღირებულება 987 715 ლარია.

უწყება აღნიშნავს, რომ გამარტივებულად შესყიდვის მიზეზი გახდა ის, რომ ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი ვადა არ იყო საკმარისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ჩატარებისათვის. შსს-ის განმარტებით, პირველი ბაზრის კვლევა კი 2026 წლის 11 მარტს გამოცხადდა, თუმცა პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ვინაიდან "დეტალების დაზუსტებას დასჭირდა ხანგრძლივი პერიოდი". შესაბამისად, შსს-ს განმარტებით, საბოლოო კონცეფციაზე და დეტალებზე ჩამოყალიბება დასრულდა 2026 წლის 27 მაისს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, შესაბამისად მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება (პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია, ვიზუალური და მუსიკალური გაფორმება და სივრცის მოწყობა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯთან პირდაპირ კავშირშია.ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფები, მოწვეული სტუმრები - საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები.

ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონცეფციის ჩამოყალიბებას დასჭირდა დაგეგმილზე დიდი პერიოდი, ასევე გარკვეული პერიოდი დასჭირდა ბაზრის კვლევის პროცედურებს, პროცედურების დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ შედგა კომუნიკაცია ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანიებთან, რათა საბოლოოდ დადასტურებულიყო, რომ კარგად იქნა აღქმული ტექნიკური დავალება და ღონისძიების ხარისხზე, მცირე ვადები ვერ მოახდენდა გავლენას.ღონისძიების მასშტაბურობის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევაში საჭირო საქონლის დამზადებასა და მოწოდებას ესაჭიროება გარკვეული დრო, ხოლო ღონისძიების ჩატარებამდე დარჩენილი ვადა არ არის საკმარისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ჩატარებისათვის. ზემოხსენებულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჭირო მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დროის შეზღუდულ ვადებში", - წერია განმარტებაში.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს CMR მოდულში, თუმცა ამ დროისთვის, აღნიშნულ მოდულში ხელშეკრულება არ იძებნება. შესაბამისად, უცნობია, ვის უხდის შსს "პოლიციის დღისადმი" მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებისთვის 1 მილიონამდე ლარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE