მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-მ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შსს-მ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შსს-მ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

BM.GE10 მაისი, 2026, 15:21|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთის ამბების“ რედაქტორზე, გელა მთივლიშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყებაში bm.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინციდენტი "ფორმულაზე" სატელევიზიო ეთერის დასრულების შემდეგ მოხდა. ჟურნალისტი თავდასხმაში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელს, გიორგი მარგებაძეს ადანაშაულებს.

ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.

„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!“ - წერს მთივლიშვილი.

ბრალდებებს „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან უპასუხა გიორგი მარგებაძემ. ის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს ჟურნალისტის მხრიდან პროვოკაციას მოჰყვა.

„დასრულდა ეთერი; გამომიწვიეთ, გაგინეთ ორივეს, დასარტყმელად გამოიქაჩე – დაგასწარი. ჰესები? დიახ! რაც შეიძლება მეტი ჰესი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის!!!“ - ნათქვამია მარგებაძის პოსტში.

გადაცემით თემა რაჭაში, ზაზა ფაჩულიას "სადმელი ჰესის" მშენებლობას ეხებოდა. შეგახსენებთ, "სადმელი ჰესის“ სიმძლავრე 2.7 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 19.2 მლნ კვტ/სთ. ჰიდროელექტროსადგური 2027 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა ამუშავდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავდასხმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ევროკომისია ალბანეთში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას გმობსრუსთავი 2
  • ლუცკში რუსეთის დრონით თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდაფორმულა
  • „თავდასხმის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს“ - ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატიტვ პირველი
  • სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდებაიმედი
თავდასხმის →გამოძიება →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE