მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ქუთაისში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება
შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ქუთაისში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება

შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, ქუთაისში ახალი საცხოვრებელი კორპუსი, დევნილებისთვის დასრულდება

BM.GE27 მაისი, 2026, 20:07|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გამოაცხადა 14.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც უნდა დასრულდეს ჯერ კიდევ 2018 წელს დაწყებული და 2020 წელს შეჩერებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. პროექტი თავდაპირველად შსს-ს თანამშრომლების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისთვის 6.6 მილიონ ლარად შენდებოდა, თუმცა კონტრაქტორმა კომპანია "თი ემმა" აღნიშნული პროექტი ვერ განახორციელა, რის გამოც კონტრაქტი ნაადრევად, 2020 წლის ივნისში შეწყდა, აღნიშნული პერიოდისთვის უკვე გადახდილი იყო 2.6 მილიონი ლარი. ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქუთაისში, ნიკეას 19-ში შენდება.

"აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია რკინა-ბეტონის საცხოვრებელი დანიშნულების მშენებარე შენობა-ნაგებობა. პროექტი ითვალისწინებს ორი 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რომლიდანაც A ბლოკში დასრულებულია 7 სართულის მზიდი კონსტრუქცია, ხოლო B ბლოკში — 6 სართულის მზიდი კონსტრუქცია. ასევე დასრულებულია დახურული პარკინგისა და სათავსების რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა. შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული პროექტის კორექტირება წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად, პროექტის შეთანხმება, მშენებლობის და სხვა ტიპის ნებართვების მოპოვება და მშენებლობის დასრულება"- ნათქვამია სატენდერო აღწერაში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი 118 ბინას მოიცავს, აქედან 34 ერთოთახიანი; 68 ოროთახიანი; 16 კი სამოთახიანი იქნება.

კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მიღება 18 ივნისამდე შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE