მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-ში საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის ახალი სამმართველოს რამდენიმე კვირაში შეიქმნება - მდინარაძე
შსს-ში საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის ახალი სამმართველოს რამდენიმე კვირაში შეიქმნება - მდინარაძე

შსს-ში საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის ახალი სამმართველოს რამდენიმე კვირაში შეიქმნება - მდინარაძე

BM.GE18 მაისი, 2026, 15:58|bm.ge

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს იმ თეორიულად მისაღებ ვადაში, რაც სჭირდება ფორმალური თვალსაზრისით ახალი სპეციალური სამმართველოს შექმნას, შექმნას ეს სამმართველო. ამიტომ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნეს ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ. პირადად მე, ვიქნები დაინტერესებული ბოლომდე და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ იმას, რომ ბრძოლის ერთგვარი იარაღი, რომელიც თავის მხრივ პოლარიზაციის გაღვივებაში გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ, იყოს მაქსიმალურად განდევნილი ჩვენი საზოგადოებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ თუ კი ვინმე ჩვენს ქვეყანაში ცდილობს პოლარიზაცია, ერთი მხრივ გამოიყენოს იმის იარაღად, რომ საზოგადოება ერთმანეთთან დააპირისპიროს, გახლიჩოს და მართვა ამ საზოგადოების გარედან იოლი იყოს უფრო და ამის ერთ-ერთ მთავარ იარაღად გამოიყენებენ სიძულვილის ენას, შუღლის გამაღვივებელ ენას, ეს იქნეს უარყოფილი და ამას ვებრძოლოთ. შეიძლება დისკუსია, ერთმანეთის კრიტიკა ამის გარეშე და მეორე მხრივ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში, დავუპირისპირდებით ქმედითი, სამართლებრივი მექანიზმებით, რომლებსაც, თავის მხრივ აქვს უკვე საკანონმდებლო ბაზა. ამის აღსრულებას უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE