მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG
შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE20 სექტემბერი, 2026, 04:08|bm.ge

გადამზიდავ კომპანია SKYLOG-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად მზარდი ტვირთნაკადისა, შუა დერეფანში არაერთი გამოწვევა რჩება.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში კომპანიის საზღვაო და სარკინიგზო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, დღესდღეობით გადამზიდავები საქართველოზე გამავალ დერეფანს მეტწილად რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ირჩევენ.

ანა კაკაბაძის თქმით, შუა დერეფნის გამოწვევად კვლავ რჩება მომსახურების მაღალი ტარიფები, ასევე ტრანსპორტირების შედარებით ხანგრძლივი დრო.

“კომპანიების მხრიდან ყოველთვის ხდება ორი მიმართულების გათვალისწინება. პირველი ეს არის ტარიფი, მეორე არის სატრანზიტო ვადა. როდესაც ჩვენ სრულ ჯაჭვში ხდება ლოგისტიკური სერვისის მიწოდება, ამ ორი მთავარი კრიტერიუმით ხდება შეფასება. შესაბამისად, ორივე ერთმანეთზე მიბმული, გადაჯაჭვული და ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენი შუა დერეფანი სატრანზიტო ვადის მნიშვნელოვან შემცირებას ვერ ახდენს, ამიტომ მეორე კრიტერიუმით, ფასით უნდა მოხდეს [გადამზიდავების] დაინტერესება.

დღეის მდგომარეობით, ფასით ჩვენ ვერ ვაინტერესებთ, უბრალოდ ალტერნატივა სხვა ბევრი არ არის და შესაბამისად, იძულებულები არიან, რომ ჩვენი დერეფანი გამოიყენონ. ამიტომ, ამ ორი მიმართულების მოწესრიგება და ერთმანეთთან თანხვედრა უნდა მოხდეს, რომ ტვირთნაკადები რაც ახლა გვაქვს, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ორივე მხარე უნდა იყოს აუცილებლად დაბალანსებული”, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

CVR Energy გეგმავს $4 მილიარდად ნავთობქარხნები იყიდოს

BM.GE

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

Palantir-ის შემოსავალი $2.3 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

BM.GE

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

როგორია ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა კავკასიის რეგიონში?

BM.GE