მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუა დერეფნის განვითარებამ მესამე ქვეყნების ნებართვებზე მოთხოვნა შეამსუბუქა - სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია
შუა დერეფნის განვითარებამ მესამე ქვეყნების ნებართვებზე მოთხოვნა შეამსუბუქა - სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია

შუა დერეფნის განვითარებამ მესამე ქვეყნების ნებართვებზე მოთხოვნა შეამსუბუქა - სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია

BM.GE4 აგვისტო, 2026, 04:05|bm.ge

ქართველი გადამზიდავებისთვის მესამე ქვეყნების ნებართვების კვოტების საკითხი პოზიტიურად იცვლება. საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი ნემსაძე BMG-სთან აცხადებს, რომ წარმატებული მოლაპარაკებებისა და „შუა დერეფნის“ განვითარების შედეგად, ამ მიმართულებით არსებული წნეხი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მისი თქმით, ქართული ავტოპარკი დიდწილად, დამოკიდებულია მესამე ქვეყნებში გადაზიდვებზე, რადგან საქართველოს შიდა საექსპორტო და საიმპორტო პოტენციალი არსებულ ავტოპარკს სრულად ვერ ტვირთავს.

შესაბამისად, ნებართვების კვოტები წლების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად კი, არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო წლიდან თურქეთის მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

„პოზიტიურად წარმართულმა მოლაპარაკებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მცირედით, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობით გაზრდილიყო კვოტები იმ ქვეყნებისა, რომელთა ნებართვებიც აქამდე პრობლემურად ითვლებოდა“, - აღნიშნავს ირაკლი ნემსაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ყაზახეთის მიმართულებით, კვოტები წელს დაემატა, მომავალი წლისთვის კი, ასოციაციას უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მესამე ქვეყნის ნებართვებზე, ამ ეტაპზე ცვლილება არ არის, თუმცა ასოციაცია იმედოვნებს, რომ მომდევნო წლიდან გარკვეული პოზიტიური სიგნალები ამ მიმართულებითაც გაჩნდება.

ირაკლი ნემსაძის თქმით, კვოტებზე მოთხოვნის წნეხის შემცირებაში უდიდესი როლი „შუა დერეფნის“ განვითარებამ ითამაშა. ჩინეთიდან მომავალმა მზარდმა ტვირთბრუნვამ ქართული ავტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მიმართულებაზე გადართო, რამაც მესამე ქვეყნების ნებართვებზე მოთხოვნა შეამსუბუქა.

„ერთი მხრივ, ჩინეთის და შუა დერეფნის განვითარებამ და ჩინეთიდან ტვირთბრუნვამ, საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ქართული ავტოპარკისა გადართო ამ მიმართულებაზე და ჩამოაშორა დაწოლა მესამე ქვეყნის ნებართვებს. მეორე მხრივ, პოზიტიურად წარმართულმა მოლაპარაკებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მცირედით, მაგრამ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობით გაზრდილიყო იმ ქვეყნების კვოტები, რომელთა ნებართვებიც, შედარებით პრობლემურად ითვლებოდა. ეს არის პირველ რიგში, თურქეთის მესამე ქვეყნის ნებართვები, რომელზეც არის უკვე მოლოდინი, რომ მომდევნო წლიდან გაზრდილი რაოდენობით მივიღებთ“ - განმარტავს ნემსაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

15.5 ლიტრი ერთ ადამიანზე - საქართველო ალკოჰოლის მოხმარების გლობალურ ლიდერებს შორის

15.5 ლიტრი ერთ ადამიანზე - საქართველო ალკოჰოლის მოხმარების გლობალურ ლიდერებს შორის

BM.GE

რა პირობებით გამოაცხადა საქართველოს რკინიგზამ 45 ლოკომოტივის შესყიდვის $350-მილიონიანი ტენდერი

რა პირობებით გამოაცხადა საქართველოს რკინიგზამ 45 ლოკომოტივის შესყიდვის $350-მილიონიანი ტენდერი

BM.GE

საქართველომ 6 თვეში $53 მილიონზე მეტი ღირებულების კონდიციონერები შეიძინა - იმპორტის 70% ჩინეთზე მოდის

საქართველომ 6 თვეში $53 მილიონზე მეტი ღირებულების კონდიციონერები შეიძინა - იმპორტის 70% ჩინეთზე მოდის

BM.GE

ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო პირველ ასეულს მიღმაა - გლობალური რეიტინგი

ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით საქართველო პირველ ასეულს მიღმაა - გლობალური რეიტინგი

BM.GE