მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვედეთი 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს
შვედეთი 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

შვედეთი 15 წლამდე ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

BM.GE6 ივნისი, 2026, 23:12|bm.ge

შვედეთი 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს. როგორც ირკვევა, ახალი რეგულაციის ფარგლებში მომხმარებლების ასაკის გადამოწმების ვალდებულება პლატფორმების მფლობელ ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ.

ქვეყნის სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის მინისტრმა, იაკობ ფორსმედმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პოპულარულ პლატფორმებს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე უარყოფითი გავლენა აქვს. მისი განცხადებით, მუდმივი "სქროლვის" გამო ქვეყანა მთელ თაობას კარგავს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთში სოციალურ ქსელებზე წვდომა მშობლის თანხმობის გარეშე 13 წლამდე ბავშვებისთვის უკვე აკრძალულია. თუმცა, მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მკვლევარი, ლიზა ენგლუნდ კრაფტი მიიჩნევს, რომ საჭიროა გაცილებით ეფექტური ზომების მიღება, რადგან ის სარგებელი, რაც რეგულაციას ექნება, გაცილებით გადააჭარბებს პლატფორმებზე თავისუფალი წვდომის უპირატესობებს.

ცნობისთვის, მსგავსი აკრძალვები უკვე ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში და საბერძნეთში მუშაობს. რიგი ევროპული სახელმწიფოები კი შეზღუდვების დაწესებას აქტიურად განიხილავენ. აქტიურობს ნორვეგიის მთავრობაც, რომელიც 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების მოხმარების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში წლის ბოლომდე წარადგენს გეგმავს.

მსგავსი რეგულაცია მსოფლიოში პირველად ავსტრალიამ მიიღო და ის გასული წლის დეკემბერში ამოქმედდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ChatGPT-ს ყოველთვიურად უკვე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს

ChatGPT-ს ყოველთვიურად უკვე 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს

BM.GE

Apple-ის ჭკვიანი სათვალის პრეზენტაცია 2027 წლის ბოლომდე გადაიდო

Apple-ის ჭკვიანი სათვალის პრეზენტაცია 2027 წლის ბოლომდე გადაიდო

BM.GE

მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე ბუმი აღარ არის - Green Energy

მზის მიკროსიმძლავრის სადგურების მშენებლობაზე ბუმი აღარ არის - Green Energy

BM.GE

რა ქონებას ფლობს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით ონოფრიშვილი

რა ქონებას ფლობს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი დავით ონოფრიშვილი

BM.GE