მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვედეთი თანახმაა, NATO-მ ჰორმუზის სრუტის გახსნაში მონაწილეობა მიიღოს
შვედეთი თანახმაა, NATO-მ ჰორმუზის სრუტის გახსნაში მონაწილეობა მიიღოს

შვედეთი თანახმაა, NATO-მ ჰორმუზის სრუტის გახსნაში მონაწილეობა მიიღოს

BM.GE23 მაისი, 2026, 01:36|bm.ge

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა POLITICO-სთან ინტერვიუში ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში NATO-ს შესაძლო ჩართულობის მხარდაჭერა გამოაცხადა.

როგორც მაღალჩინოსანმა თქვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები დასახელებულ საკითხს ქალაქ ჰელსინგბორგში მიმდინარე მინისტერიალზე დეტალურად განიხილავენ. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის დაცვა საერთაშორისო ვაჭრობისთვის ახლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.

მინისტრის განმარტებით, ამჟამად ევროპის ინტერესებშია, რომ ირანმა ამ მარშრუტის იარაღად გამოყენება ვეღარ შეძლოს. აღსანიშნი ფაქტია, რომ NATO-ს ეგიდით სამხედრო მისიის დაწყების იდეას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომ ბერენდსენიც მიემხრო და ალიანსის შესაბამისი გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

საყურადღებოა, რომ ალიანსის შიგნით ამ ინიციატივას ყველა წევრი ქვეყანა არ იზიარებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, პასკალ კონფავრეს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება მხოლოდ ჩრდილოატლანტიკურ რეგიონზე ვრცელდება. მისი შეფასებით, NATO ახლო აღმოსავლეთისა და ჰორმუზის სრუტის პრობლემებზე ფოკუსირებისთვის შესაფერისი ორგანიზაცია არ არის.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი სამხედრო მისიის დაწყება აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ალიანსის ფასეულობის ჩვენების კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. როგორც ცნობილია თეთრი სახლის ლიდერმა ბლოკის მისამართით უკმაყოფილება უკვე არაერთხელ გამოთქვა და დახმარების გაწევისაგან თავის შეკავების შემთხვევაში ქვეყნის ალიანსიდან გაყვანაც არ გამორიცხა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობას

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • BTS-მა ​Grammy-ზე მონაწილეობაზე უარი თქვა, მას შემდეგ, რაც პრემიის ორგანიზატორებმა აზიური პოპ-მუსიკის კატეგორია დაამატესიმედი
  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობას →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE