მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო
შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო

შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო

BM.GE23 მაისი, 2026, 02:27|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარჯველაძე ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.

უწყების ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა. მათ შორის, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას.

"ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ინოვაციური თერაპიების დიდი ნაწილი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის აპრობირებული.

ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების რეფერალური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად და დეტალურად სწავლობს მსოფლიო პრაქტიკას, მარეგულირებელი ორგანოების მიდგომებსა და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს, რათა შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული რეალური სამედიცინო სურათი, უსაფრთხოების რისკები და გრძელვადიანი შედეგები.

შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელი თორნიკე სოლოღაშვილი.

მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენდა", - წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE