მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SOCAR-მა ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა
SOCAR-მა ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა

SOCAR-მა ლევან დავითაშვილი Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დანიშნა

BM.GE14 მაისი, 2026, 19:09|bm.ge

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია Italiana Petroli-ის CEO გახდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

კომპანია Italiana Petroli 2026 წლის მაისში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა 2.9 მილიარდ ევროდ შეიძინა, კომპანია აღნიშნულ გარიგებაზე 2025 წლის სექტემბრიდან მუშაობდა და საბოლოო რეგულატორული ნებართვა 2026 წლის მაისში მიიღო, რის შემდეგაც მისი 99.82%-ის წილი შეიძინა. აღნიშნული გარიგების ხელმოწერის შემდეგ SOCAR-ის გადაწყვეტილებით, Italiana Petroli-ის გენერალური დირექტორის პოსტი ლევან დავითაშვილმა დაიკავა.

დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ივნისამდე იკავებდა.

Italiana Petroli ევროპის ქვეყნებში 4,500 ავტოგასამართი სადგურით ოპერირებს, კომპანიის საკუთრებაშია ასევე ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, რომელთა სიმძლავრეც წლიურად 10 მილიონი ტონის გადამუშავებაა. კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი 4.3 მილიარდ ევროს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE