მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დაიწყებს" - ნიკოლ ფაშინიანი
"სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დაიწყებს" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, მაქსიმუმ, 2 წელიწადში დაიწყებს" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE25 მაისი, 2026, 22:45|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მაქსიმუმ ორ წელში დაიწყებს. როგორც ქვეყნის ლიდერმა თქვა, ოფიციალურმა ერევანმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებისთვის მუშაობა უკვე აქტიურად დაიწყო და შესაბამისი კანონიც მიიღო. შესაბამისად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს აქვს მოლოდინი, რომ თავსებადობის კუთხით რეფორმების გატარებას ქვეყანა, ყველაზე გვიან 2028 წელს შეძლებს. ფაშინიანის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთის საგარეო პოლიტიკის გაძლიერებასა და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის აუცილებლობა მოქალაქეების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. როგორც ირკვევა, 2018 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში სომხეთიდან ევროკავშირში მიმავალი მოქალაქეების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. ამასთან, არსებული დინამიკის ფონზე, ევროპული ქვეყნების საელჩოები გაზრდილი ნაკადების მიღებას ვეღარ ახერხებენ.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, დაგეგმილი ისტორიული ცვლილებები ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. რეჟიმის სრული გამარტივების შემდეგ, სომხეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე სამოგზაუროდ მხოლოდ პასპორტი დასჭირდებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 169 სტატია.

  • რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ეროვნული შინაარსისგან, ხელოვნურადაც კი არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესები დგას, რასაც სერბეთში ამბობენ - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • გერმანია კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაფორმულა
  • ბოჭორიშვილის უწყება შეშფოთებულია იმის გამო, რომ ევროკავშირმა ოპოზიციის აკრძალვის პროცესი გააკრიტიკანეტგაზეთი
  • ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE