მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს
სომხეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს

სომხეთში მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს

BM.GE3 აგვისტო, 2026, 22:41|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წარდგინებითა და პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებით, სომხეთის მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა.

სომხეთის მთავრობა კონსტიტუციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცედურით, 2 აგვისტოს გადადგა, რაც ახალი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის დაწყებას უკავშირდება.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ბრძანებები სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მინისტრების უმრავლესობა საკუთარ თანამდებობებზე ხელახლა დაინიშნა.

მხითარ ჰაირაპეტიანი მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე აღარ დაუნიშნავთ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, მხითარ ჰაირაპეტიანმა მთავრობაში მუშაობის გაგრძელება თავად არ ისურვა. შესაბამისად, მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრად დავით თადევოსიანი დაინიშნა.

თანამდებობები შეინარჩუნეს:

• თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა • შინაგანი საქმეთა მინისტრმა არპინე სარქისიანმა • საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მიზოიანმა • ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა • გარემოს დაცვის მინისტრმა ამბარცუმ მათევოსიანმა • ჯანდაცვის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა • იუსტიციის მინისტრმა სრბუი გალიანმა • შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა არსენ თოროსიანმა • ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა • ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანისიანმა • ვიცე-პრემიერებმა: მჰერ გრიგორიანმა და ტიგრან ხაჩატრიანმა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • „ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • "ფასმა შესაძლოა 3 ევროს მიაღწიოს" - საწვავის რეკორდული გაძვირების ფონზე გერმანიის მთავრობაში დავა გრძელდებარუსთავი 2
  • რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! - ფიქრია ჩიხრაძეტვ პირველი
  • შვედეთის არჩევნები: ოპოზიცია მცირე უპირატესობით უსწრებს მემარჯვენე მთავრობასნეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

FED-მა ობლიგაციების ბაზარი დაამშვიდა

BM.GE

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

ჩინური AI ჯერ საშიშ დონემდე განვითარებული არ არის - Huawei

BM.GE

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

ქუთაისში სახელმწიფო ქონება 3.4 მლნ ლარად იყიდება|აუქციონი

BM.GE

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

$1.7 მილიარდის საარბიტრაჟო დავები საქართველოს წინააღმდეგ|არსებობს თუ არა ჩინოვნიკების დასჯის საკანონმდებლო მექანიზმი?

BM.GE