მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს
Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ერთობლივი საწარმოს შექმნის გეგმა წარადგინეს

BM.GE9 მაისი, 2026, 04:46|bm.ge

Sony-მ და TSMC-მ იაპონიაში ახალი თაობის ფოტო-სენსორების შესაქმნელად ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ განაცხადეს. როგორც ირკვევა, აღნიშნული თანამშრომლობა Sony-ს დიზაინერულ გამოცდილებასა და TSMC-ს წარმოების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს გააერთიანებს. პროექტი მიზნად ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბაზარზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვებას ისახავს.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში საკონტროლო პაკეტს Sony ფლობს. მხარეებმა განვითარებისა და წარმოების ხაზების მოწყობა კუმამოტოს რეგიონში, ქალაქ კოშიში მდებარე ახალ ქარხანაში გადაწყვიტეს. პარალელურად, პარტნიორები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. კერძოდ, ავტოწარმოებისა და რობოტიკის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიებს შორის არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ინვესტიციების მოცულობა ბაზრის მოთხოვნისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ცნობისთვის, კომპანიებმა 2021 წელს ერთობლივი საწარმო, JASM-ი უკვე დააფუძნეს. აღნიშნულმა ქარხანამ იაპონიაში სრულმასშტაბიანი წარმოება 2024 წლის ბოლოს დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

ვერ იქნება ეს კარგი ქვეყანა, როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა არაფერი ვითარდება - ირაკლი მელაშვილი

BM.GE

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - ივნისში თბილისში სამშენებლო ნებართვების ფართობი 225.3%-ით გაიზარდა|G&T

BM.GE

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

გათავისუფლებულ თანამშრომლებზე ₾8.5 მილიონის კომპენსაცია გაიცა|რამდენი შტატი გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში?

BM.GE

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

თბილისში, მეველეს ქუჩა N17-ში სახელმწიფო ქონება ₾2.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE