მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოცდაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ - რა იცვლება 1-ელი ივლისიდან?
სოცდაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ - რა იცვლება 1-ელი ივლისიდან?

სოცდაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ შეძლებენ - რა იცვლება 1-ელი ივლისიდან?

BM.GE22 მაისი, 2026, 15:59|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენა მარტივდება.

კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ - ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.

ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადა.

აღნიშნული ცვლილებები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

"ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს - რობერტო კლაუდიო სორმანის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა „ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ პროგრამის მიზანია სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და მოსახლეობისთვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის - ირინე წაქაძის განცხადებით, პროგრამის პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისთვის განაცხადის წარდგენის პროცესის გამარტივებას ისახავს მიზნად. კერძოდ, პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახები განაცხადის შეტანას ონლაინ - ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეძლებენ.

ახალი სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ამასთან, 1-ელი ივლისიდან, 60 დღემდე შემცირდება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადაც, რაც შესაძლებლობას მისცემს ოჯახებს, რომ მიიღონ ფინანსური დახმარება უფრო სწრაფად", - აღნიშნავენ უწყებაში.

ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, მოიცავს ჯანმრთელობის, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს. ადამიანური კაპიტალის პროგრამა 2022 წელს დაიწყო და 2028 წლამდე გაგრძელდება. მის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE