მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე
"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 12:58|bm.ge

მამუკა მდინარაძის თქმით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ამოქმედებიდან 1.5 თვის თავზე, სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სტატისტიკური მონაცემები დადებით დინამიკას აჩვენებს, თუმცა მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ქცევის წესის შეცვლაა.

"სტატისტიკურად რომ მივუდგეთ და ციფრების და რიცხვების დონეზე რომ მივიდეთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული [შეურაცხმყოფელი პოსტები], მაგრამ ჩვენი მიზანი, ვთქვათ გულწრფელად, რა არის? არის ის, რომ ხალხმა, ადამიანებმა ერთმანეთის შეურაცხყოფა ნორმად არ მიიღონ და წესად არ დაიმკვიდრონ.

შეიძლება დღეს იყოს მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა და მკაცრი სამართლებრივი გადაწყვეტილება ამ მიმართებით, მაგრამ ეს გრძელვადიან, საშუალოვადიან პერსპექტივაშიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმად ვერ იქცევა შეურაცხყოფა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნა უალტერნატივოდ კარგი გადაწყვეტილება იყო და ადამიანებმა მკაცრი სასჯელი უნდა მიიღონ.

"ძალიან კარგია, რომ ამას უკვე შედეგები აქვს. შემცირებულია სიძულვილის, ზიზღის გამომხატველი პოსტები სოციალურ ქსელებში, მიმართვები და ასე შემდეგ. და ამ შედეგზე თუ გავალთ, ეს არის უდავოდ და უალტერნატივოდ ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებასაც კი შეუწყობს ხელს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა გარედან დაავალონ ვიღაცებს, ნორმა ვერ იქნება დედის გინება და შეურაცხყოფა. ამას [უნდა] შეეგუონ და მიიღონ ის მკაცრი სასჯელი, სახდელი, უფრო სწორად, რომელიც ქართულმა სამართლებრივმა პოლიტიკამ გადაწყვიტა", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო მიმდინარე წლის 1 ივნისს აამოქმედა. შსს-ს განცხადებით, სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენაა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სადამსჯელო ზომა 1500 ლარიდან, განმეორების შემთხვევაში 6000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანიაში აშშ-ის წილი 74%, სომხეთის 26% იქნება

"ტრამპის მარშრუტის" განვითარების კომპანიაში აშშ-ის წილი 74%, სომხეთის 26% იქნება

BM.GE

ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

BM.GE

რეგიონებში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი აღმოაჩინეს - "ამოღებულია ₾500 000-ზე მეტი"

რეგიონებში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი აღმოაჩინეს - "ამოღებულია ₾500 000-ზე მეტი"

BM.GE

კალაძე "რიყის დოქებზე" Studio Fuksas-ის განცხადებას ეხმაურება

კალაძე "რიყის დოქებზე" Studio Fuksas-ის განცხადებას ეხმაურება

BM.GE