მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX, Anthropic და OpenAI საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადებიან – როგორია მოლოდინები?
SpaceX, Anthropic და OpenAI საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადებიან – როგორია მოლოდინები?

SpaceX, Anthropic და OpenAI საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადებიან – როგორია მოლოდინები?

BM.GE29 მაისი, 2026, 23:09|bm.ge

ამერიკული კომპანიები SpaceX-ი, Anthropic-ი და OpenAI-ი საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის აქტიურად ემზადებიან. ფინანსური ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ეს იქნება ტექნოლოგიური სექტორის უმსხვილესი საჯარო განთავსების ტალღა dot-com-ის ეპოქის შემდეგ, რადგან სამივე ტრილიონიანი კომპანია ბაზარზე შესვლას მიმდინარე წელს გეგმავს.

როგორც ირკვევა, ამ პროცესში ყველაზე მეტად კოსმოსური ტექნოლოგიების გიგანტი, SpaceX-ი არის დაწინაურებული. კომპანიამ საჯარო S-1 განაცხადი უკვე წარადგინა და IPO-ს 2026 წლის შუა პერიოდისთვის გეგმავს, რაც პირველად საჯარო პრეზენტაციებსაც მოიცავს. კომპანია $1.75-ტრილიონიან შეფასებას ისახავს მიზნად და გავრცელებული ინფორმაციით, $75 მილიარდამდე კაპიტალის მოზიდვას აპირებს. საინვესტიციო პროცესს 21 ბანკისგან შემდგარი სინდიკატი უზრუნველყოფს, რომელსაც Goldman Sachs-ი ხელმძღვანელობს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია Anthropic-ი ბირჟაზე გასვლას, შესაძლოა, უკვე 2026 წლის ოქტომბერში შეეცადოს. კომპანია, რომლის სავარაუდო საბაზრო ღირებულება $900 მილიარდიდან $1.2 ტრილიონამდე მერყეობს, დაახლოებით $30 მილიარდის მოზიდვას გეგმავს. საჯარო განთავსების პროცესს ისეთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები უძღვებიან, როგორებიც Goldman Sachs და Morgan Stanley არიან.

პარალელურად, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება კიდევ ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, OpenAI-ის IPO. არსებული მონაცემებით, ბაზარზე შესვლის პროცესში კომპანია $60 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს, მისი სავარაუდო საბაზრო ღირებულება კი $900 მილიარდიდან $1 ტრილიონამდე იქნება.

ანალიტიკოსების მოლოდინით, სამივე მეგა-IPO მინიმუმ ტრილიონი დოლარით გაიხსნება და საუკეთესო შემთხვევაში, ჯამური განთავსებების შეფასება $4 ტრილიონს მიაღწევს, რაც 2026 წელს ისტორიაში საუკეთესო IPO-ების პერიოდად აქცევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE