მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-მა საცდელ ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მოდიფიცირებული Starship-ი გაუშვა
SpaceX-მა საცდელ ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მოდიფიცირებული Starship-ი გაუშვა

SpaceX-მა საცდელ ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მოდიფიცირებული Starship-ი გაუშვა

BM.GE23 მაისი, 2026, 12:08|bm.ge

კომპანია SpaceX-მა პარასკევს საცდელი ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მძლავრი Starship-ი გაუშვა. ეს არის მოდერნიზებული ვერსია, რომლითაც NASA ასტრონავტების მთვარეზე დასმას გეგმავს.

განახლებული მეგა-რაკეტის დებიუტი მას შემდეგ შედგა, რაც SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა კომპანიის სააქციო ბაზარზე გაყვანის შესახებ განაცხადა. რაკეტა ტეხასის სამხრეთ ნაწილიდან აფრინდა. მას დედამიწის მეორე მხარეს გამოსაშვებად 20 იმიტირებული Starlink თანამგზავრი გადაჰქონდა.

ეს იმ რაკეტის მე-12 საცდელი ფრენაა, რომელსაც მასკი სამომავლოდ მარსზე ადამიანების გადასაყვანად აშენებს. თუმცა, მანამდე პრიორიტეტი მთვარე და NASA-ს პროგრამა "არტემისი" იქნება.

ძველი მოდელის ბოლო Starship-ი ოქტომბერში აფრინდა. SpaceX-ის მესამე თაობის Starship-ი - გაუმჯობესებული ვერსია, სახელწოდებით V3 - მექსიკის საზღვართან ახლოს, „სტარბეისის“ (Starbase) სრულიად ახალი სასტარტო მოედნიდან აფრინდა. ბოლო წუთს პლატფორმაზე წარმოქმნილმა პრობლემებმა ხუთშაბათს საღამოს დაგეგმილი გაშვების მცდელობა ჩაშალა.

SpaceX იმედოვნებდა, რომ თავიდან აიცილებდა გასული წლის მსგავს ინციდენტებს, როდესაც ზედიზედ განხორციელებული გაშვებებისას, რაკეტები ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევები ატლანტის ოკეანეში ჩაიყარა. წინა ფრენებიც აფეთქებებით დასრულდა.

დაახლოებით 124 მეტრი სიმაღლის უახლესი მოდელი რამდენიმე მეტრით აღემატება წინა ვერსიებს და ძრავის უფრო მეტი გაწევის ძალა გააჩნია.

განახლებულ პირველ საფეხურს (ამაჩქარებელს) აფრენის შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებლად და სამართავად უფრო მცირე რაოდენობის, თუმცა უფრო დიდი და მძლავრი სტაბილიზატორები აქვს. ასევე, მას უფრო დიდი და მტკიცე საწვავის ხაზი აქვს, 33 მთავარი ძრავის გამოსაკვებად.

Starship-ი ჩაფიქრებულია, როგორც სრულად მრავალჯერადი გამოყენების სისტემა, სადაც სასტარტო მოედანზე დამონტაჟებული გიგანტური მექანიზმი დაბრუნებულ რაკეტას ჰაერში დაიჭერს. თუმცა, ამ ბოლო საცდელ ფრენაზე რაკეტის შენარჩუნება არ იგეგმებოდა. Starship-ის ნაწილისთვის გზის დასასრული მექსიკის ყურე გახდა, ხოლო კოსმოსური ხომალდისა და თანამგზავრების მაკეტებისთვის - ინდოეთის ოკეანე.

NASA SpaceX-ს, ისევე როგორც ჯეფ ბეზოსის კუთვნილ Blue Origin-ს, მთვარეზე დასაჯდომი მოდულების შესაქმნელად, რომლებითაც „არტემისის“ მისიის ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან, მილიარდობით დოლარს უხდის. ორი კომპანია პირველობისთვის იბრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ Starship-მა რამდენიმე ფრენისას (რომლებიც მაქსიმუმ ერთ საათს გრძელდებოდა) კოსმოსის ზღვარს მიაღწია, ბეზოსის Blue Moon-ი ჯერ კიდევ არ აფრენილა, თუმცა მისი პროტოტიპი მიმდინარე წლის ბოლოს მთვარეზე გასაშვებად მზადდება.

SpaceX უკვე იღებს ჯავშნებს Starship-ით მთვარესა და მარსზე კერძო ფრენებისთვის.

მსოფლიოში პირველმა კოსმოსურმა ტურისტმა, კალიფორნიელმა ბიზნესმენმა დენის ტიტომ და მისმა მეუღლემ მთვარის გარშემო ფრენისთვის რეგისტრაცია 3 წელიწად-ნახევრის წინ გაიარეს. ფრენის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

ამ კვირაში კიდევ ერთმა მდიდარმა კოსმოსურმა ტურისტმა — ჩინური წარმოშობის ბიტკოინ-ინვესტორმა ჩუნ ვანგმა განაცხადა, რომ ის მარსზე Starship-ის პირველი პლანეტათაშორისი მისიით გაფრინდება. ვანგმა გასულ წელს SpaceX-ის პოლარული ფრენა Dragon-ის კაფსულით დაუკვეთა და თავად შერჩეულ ეკიპაჟთან ერთად პირველი გახდა, ვინც დედამიწის ორბიტიდან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს გადაუფრინა.

მისი მარსზე მოგზაურობის ღირებულება ან თარიღი არ სახელდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

BM.GE

აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში მყოფ განმცხადებლებს სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ - DHS

მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში მყოფ განმცხადებლებს სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ - DHS

BM.GE

"112“-ის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა

"112“-ის ხელმძღვანელად ნიკოლოზ ბაჭულაშვილი დაინიშნა

BM.GE