მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?
სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?

სპირტიანი სასმელების ექსპორტი ₾163.8 მლნ-მდე შემცირდა, იმპორტი - გაიზარდა | სად ვყიდით-ვყიდულობთ?

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 20:50|bm.ge

საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონლის სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირებულია. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში ქვეყანამ 20 172 586 ლიტრი სასმლის ექსპორტით 163 მილიონ 869 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურად ექსპორტი 4.8%-ით შემცირდა.

ამის მიუხედავად სპირტიანი სასმელებს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში 3%-იანი წილით მეხუთე ადგილი უკავია და ღვინის ექსპორტს აღემატება.

ამ დასახელების ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მესამე წელია მცირდება, რაც მთავარ საექსპორტო ქვეყანაში - რუსეთში გადაზიდვების კლებით არის განპირობებული, სადაც წლიურად შემცირება 13.3%-ია. წელს 8 თვეში ექსპორტი სომხეთშიც 24.6%-ით შემცირდა. ამასთან, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, ლატვიაში გადაზიდვები გაიზარდა. ექსპორტის განსაკუთრებული გააქტიურება მალაიზიისა და თურქეთის მიმართულებით ფიქსირდება.

სპირტიანი სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

• რუსეთი - $79.6 მლნ, 9 902 126 ლიტრი; • სომხეთი - $20.6 მლნ, 3 618 815 ლიტრი; • უკრაინა - $14 მლნ, 3 565 288 ლიტრი; • აზერბაიჯანი - $8.8 მლნ, 214 000 ლიტრი; • ბელარუსი - $8.2 მლნ, 1 101 955 ლიტრი; • მალაიზია - $6.2 მლნ, 52 153 ლიტრი; • ლატვია - $5.7 მლნ, 399 235 ლიტრი; • თურქეთი - $4.6 მლნ, 114 300 ლიტრი; • ყირგიზეთი - $3.9 მლნ, 132 446 ლიტრი; • ნიდერლანდები - $1.6 მლნ, 44 775 ლიტრი.

სპირტიანი სასმელების ექსპორტის კლების პარალელურად, წელს იმპორტი 39.8 %-ით გაიზარდა. 8 თვეში საქართველოში 51 მილიონ 681 ათასი დოლარის ღირებულების 3 075 238 ლიტრი სპირტიანი სასმელები შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და რუსეთი არიან. თუმცა ჩამონათვალში ასევე არიან ლატვია, გერმანია, აშშ, ნიდერლანდები, უკრაინა, ფინეთი, იტალია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

BM.GE

მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

მოსკოვში ახალი საცხოვრებლის გაყიდვები პანდემიის შემდგომ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE