მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი - გაიზარდა|სად ვყიდით/ვყიდულობთ?
სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი - გაიზარდა|სად ვყიდით/ვყიდულობთ?

სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი - გაიზარდა|სად ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE24 მაისი, 2026, 16:55|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპირტიანი სასმელების ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივმა ექსპორტმა 59 მილიონი აშშ დოლარის 9 504 014 ლიტრი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი იყო 63.6 მილიონი აშშ დოლარის 11 346 088 ლიტრი. შესაბამისად, ადგილობრივი ექსპორტი ღირებულებით 7.2%-ით შემცირდა და მოცულობით - 16.2%-ით.

2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ყაზახეთი და ისრაელი.

• რუსეთი - 36.7 მილიონი აშშ დოლარი, 5 028 407 ლიტრი • უკრაინა - 7.2 მილიონი აშშ დოლარი, 1 788 050 ლიტრი • სომხეთი - 6.5 მილიონი აშშ დოლარი, 1 319 624 ლიტრი • ბელარუსი - 4.2 მილიონი აშშ დოლარი, 595 155 ლიტრი • საფრანგეთი - 761 ათასი აშშ დოლარი, 271 743 ლიტრი • ლატვია - 711 ათასი აშშ დოლარი, 167 312 ლიტრი • ლიეტუვა - 524 ათასი აშშ დოლარი, 152 606 ლიტრი • პოლონეთი - 477 ათასი აშშ დოლარი, 31 421 ლიტრი • ყაზახეთი - 384 ათასი აშშ დოლარი, 29 593 ლიტრი • ისრაელი - 228 ათასი აშშ დოლარი, 16 397 ლიტრი.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში სპირტიანი სასმელების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 22.8 მლნ აშშ დოლარის 1 600 752 ლიტრი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი იყო 13.8 მლნ აშშ დოლარის 1 089 915 ლიტრი. შესაბამისად, იმპორტი გაიზარდა 64.4%-ით ღირებულებით და 46.8%-ით მოცულობით.

2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში სპირტიანი სასმელების მთავარი მომწოდებელი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, რუსეთი, ლატვია, ფინეთი, გერმანია, უკრაინა, აშშ, ნიდერლანდები და ბელარუსი.

• გაერთიანებული სამეფო - 5 026 400 აშშ დოლარი, 178 390 ლიტრი, • საფრანგეთი - 2.8 მლნ აშშ დოლარი, 169 524 ლიტრი, • რუსეთი - 2 648 400 აშშ დოლარი, 367 667 ლიტრი, • ლატვია - 2.6 მლნ აშშ დოლარი, 119 134 ლიტრი, • ფინეთი - 1 367 800 აშშ დოლარი, 120 985 ლიტრი. • გერმანია - 1.2 მლნ აშშ დოლარი, 73 948 ლიტრი, • უკრაინა - 1.1 მლნ აშშ დოლარი, 177 120 ლიტრი, • აშშ - 993 500 აშშ დოლარი, 34 861 ლიტრი, • ნიდერლანდები - 900 300 აშშ დოლარი, 24 807 ლიტრი, • ბელარუსი - 662 600 აშშ დოლარი, 137 294 ლიტრი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE