მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Spotify-ს ფიტნესის მიმართულება და 1500-მდე ვიდეო-გაკვეთილი დაემატება
Spotify-ს ფიტნესის მიმართულება და 1500-მდე ვიდეო-გაკვეთილი დაემატება

Spotify-ს ფიტნესის მიმართულება და 1500-მდე ვიდეო-გაკვეთილი დაემატება

BM.GE4 მაისი, 2026, 04:10|bm.ge

მუსიკისა და პოდკასტების სტრიმინგ-პლატფორმა Spotify-მ ფიტნესის მიმართულებით კომპანია Peloton Interactive-თან ახალი პარტნიორობა დააანონსა.

კომპანიების განცხადებით, გარიგების ფარგლებში Spotify Premium-ის გამომწერებისთვის Peloton-ის 1 400-ზე მეტი გაკვეთილი გახდება ხელმისაწვდომი. ეს ნაბიჯი ფიტნეს კონტენტს Spotify-ის არსებულ აუდიო და ვიდეო ეკოსისტემაში პირდაპირ აერთიანებს.

შეთავაზება მოიცავს ძალისმიერ ვარჯიშებს, პილატესს, იოგას, მედიტაციას და სხვა.

"ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას ველნესის მიმართულებით, Spotify-სთან ჩვენი თანამშრომლობა არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი წვდომის გასაზრდელად და შემოსავლის ახალი წყაროების მისაღებად, Peloton-ის შეუდარებელი გამოცდილების, კონტენტისა და ინსტრუქტაჟის მეშვეობით," - განაცხადა პრესრელიზში Peloton-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, დიონ კემპ სანდერსმა.

ფინანსური დეტალები არცერთ კომპანიას არ გაუსაჯაროებია, თუმცა პარტნიორობა ორივე კომპანიის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე მიუთითებს.

Spotify-სთვის ეს ნაბიჯი ველნესის სფეროში უფრო ღრმა ინტეგრაციას წარმოადგენს, რაც მომხმარებელთა ჩართულობისა და მონეტიზაციის ახალ გზებს ხსნის მისი ძირითადი ბიზნესის - მუსიკისა და პოდკასტების მიღმა. კომპანიის განცხადებით, ფიტნეს კონტენტი მომხმარებლებს პლატფორმაზე უფრო დიდხანს აკავებს და შემოსავლების გაზრდის საშუალებას აჩენს.

Spotify-ის ცნობით, გლობალურად უკვე 150 მილიონზე მეტი ფიტნეს "ფლეილისტია" აქტიური, ხოლო Premium მომხმარებლების თითქმის 70% აცხადებს, რომ თვეში ერთხელ მაინც ვარჯიშობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE