მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა
"სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

"სსე 20 მლნ-მდე ლარს დაზოგავს" - ქვესადგურ "ურბნისის" მშენებლობაზე 6 კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE14 მაისი, 2026, 18:05|bm.ge

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს.

ელექტროსისტემის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას.

შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს.

„ეს არის კერძო და საჯარო სექტორის უპრეცედენტო თანამშრომლობის მოდელი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ურბნისის ქვესადგურის ერთობლივი მშენებლობა. შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 20 მილიონამდე ლარს დაზოგავს,“ - განაცხადა სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა.

ქვესადგურის მშენებლობის დასრულების ვადად 2027 წლის დეკემბერი განისაზღვრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE