მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტეფ კარის მიერ აუქციონზე გატანილი 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი $1,7 მილიონად გაიყიდა
სტეფ კარის მიერ აუქციონზე გატანილი 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი $1,7 მილიონად გაიყიდა

სტეფ კარის მიერ აუქციონზე გატანილი 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი $1,7 მილიონად გაიყიდა

BM.GE1 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

სტეფ კარის მიერ მიმდინარე სეზონში ნატარები 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმლის აუქციონმა $1.7 მილიონი მოაგროვა მისი ფონდის Eat. Learn. Play. Foundation სასარგებლოდ.

კარიმ ამ თვის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 70-ზე მეტი წყვილი ფეხსაცმელი 13-დან 28 აპრილამდე Sotheby’s-ის მეშვეობით აუქციონზე გაიყიდებოდა, ხოლო მიღებული თანხა მის ფონდს მოხმარდებოდა. აუქციონმა 400-ზე მეტი მსურველი მიიზიდა და ყველა წყვილი გაიყიდა.

Eat. Learn. Play., რომელიც კარიმ და მისმა მეუღლემ, აიეშა კარიმ დააარსეს, კალიფორნიის ქალაქ ოკლენდში მცხოვრები ბავშვებისთვის ჯანსაღ კვებას, წიგნიერებასა და აქტიურ ცხოვრების წესს უწყობს ხელს.

კარიმ და Under Armour-მა გასული წლის ნოემბერში განაცხადეს, რომ ურთიერთშეთანხმებით წყვეტდნენ თანამშრომლობას. კომპანიამ კარის ბოლო სახელობითი მოდელი თებერვალში გამოუშვა.

აუქციონზე ყველაზე ძვირად კარის მიერ 2010 წელს საშობაო მატჩში გამოყენებული Nike Hyperdunk Player Edition 22 $121,600-ად გაიყიდა, ხოლო Nike Kobe 6 Protro Mambacita Sweet 16, რომელიც მან „სნიკერების თავისუფალი აგენტის“ სტატუსის პირველ დღეს ჩაიცვა, $76,800-ად გასხვისდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Big Tech-ის ინვესტიციებმა ხელოვნურ ინტელექტში $1.1 ტრილიონს გადააჭარბა - FT

Big Tech-ის ინვესტიციებმა ხელოვნურ ინტელექტში $1.1 ტრილიონს გადააჭარბა - FT

BM.GE

მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

მსოფლიოს 7 უმნიშვნელოვანესი საზღვაო სავაჭრო გზა

BM.GE

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

ვმუშაობთ ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას პროექტების ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად|BMG-ის კითხვები და პასუხები

BM.GE

"ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება არავის აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

"ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, ამ გადაწყვეტილების რევიზიის უფლება არავის აქვს" - ზვიად ჭუმბურიძე

BM.GE