მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾41 მილიონამდე გაიზარდა
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾41 მილიონამდე გაიზარდა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ₾41 მილიონამდე გაიზარდა

BM.GE7 მაისი, 2026, 00:54|bm.ge

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა კიდევ 2 240 000 ლარით 41 206 650 ლარამდე, მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი კი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 879-ე განკარგულებიდან ირკვევა.

30 აპრილით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 4-ჯერ დაკორექტირდა.

ახალი განკარგულების მიხედვით, 41.2 მლნ ლარი 24 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾125 ათასი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾8 მლნ;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.8 მლნ;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4 მლნ;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.3 მლნ;

ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.8 მლნ;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;

მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾452 ათასი;

ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾415 ათასი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾230 ათასი;

პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;

ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;

რ) ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ;

ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾259 ათასი;

ფ) სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;

ყ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾780 ათასი

ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის - ვახტანგ ცინცაძერუსთავი 2
  • ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვისიმედი
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE