მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Strategy ვალების დასაფარად ბიტკოინის გაყიდვას განიხილავს
Strategy ვალების დასაფარად ბიტკოინის გაყიდვას განიხილავს

Strategy ვალების დასაფარად ბიტკოინის გაყიდვას განიხილავს

BM.GE7 მაისი, 2026, 02:45|bm.ge

კრიპტოაქტივების ჰოლდინგური კომპანიის, Strategy-ის დამფუძნებელი მაიკლ სეილორი დივიდენდების გაცემისა და ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიზნით ბიტკოინის მარაგების ნაწილობრივ გაყიდვას გეგმავს.

პირველ კვარტალში კომპანიამ 12.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი დააფიქსირა, რაც, როგორც ჩანს, აქტივების მართვის სტრატეგიის გადახედვას განაპირობებს.

მაიკლ სეილორმა Strategy უძრავი ქონების დეველოპერს შეადარა და ბიტკოინის გაყიდვის კონკრეტული სცენარი წარმოადგინა. მისი ხედვით, კომპანია კრედიტის მეშვეობით კრიპტოვალუტას შეისყიდის, ფასის მატებას დაელოდება და შემდგომ დივიდენდების გადასახდელად აქტივს გაასხვისებს. მისი შეფასებით, საკრედიტო რესურსის მოგებიანობის ზღვარზე მაღალი მაჩვენებლით გაცემა ბიზნესის მუდმივ ზრდას უზრუნველყოფს.

აღნიშნული მოდელი ციფრული აქტივების ხაზინის კონცეფციას ეფუძნება, თუმცა გასული წლის ოქტომბერში კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრმა ვარდნამ Strategy-ის საოპერაციო გარემო დაამძიმა და კომპანია არარეალიზებულ ზარალზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა Strategy-ის საკრედიტო რეიტინგი "ჯანქის" კატეგორიამდე შეამცირა. სააგენტოს შეფასებით, კონვერტირებადი ვალის დაფარვის ვადის დადგომა ბაზარზე ფასების ვარდნის პერიოდს შეიძლება დაემთხვეს, რაც სეილორის მხრიდან დეფოლტის გამოცხადების რისკებს ზრდის.

ცნობისთვის, ამჟამად Strategy-ის მფლობელობაში 818,334 ბიტკოინია და ის კრიპტოაქტივის ყველაზე მსხვილი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE