მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სტუდფესტი 2026“-ის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან ₾662 ათასი დაიხარჯა - განკარგულება
„სტუდფესტი 2026“-ის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან ₾662 ათასი დაიხარჯა - განკარგულება

„სტუდფესტი 2026“-ის ჩასატარებლად ბიუჯეტიდან ₾662 ათასი დაიხარჯა - განკარგულება

BM.GE7 მაისი, 2026, 13:15|bm.ge

„სტუდფესტი 2026“-ის ჩასატარებლად წელს ბიუჯეტიდან 662 108 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ განათლების სამინისტროში შემავალ სსიპ საქართველოს სტუდენტული ორგანიზაციების ასოციაციას თანხის გამოყოფა „ახალგაზრდობის ხელშეწყობის“ პროგრამისთვის გათვალისწიენბული ასიგნებებიდან დაავალა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წელს “სტუდფესტი 2026” 1 მაისს გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალფეროვანი სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები გაიმართა. ფესტივალში 20 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

“სტუდფესტი 2026” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით ტარდება. ორგანიზატორები არიან: თბილისის მერია, რუსთავის მერია და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძე

BM.GE

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE