
სტუდიო ლიბერთი, Tbilisi Gastro Week-ის სტრატეგიული პარტნიორია
31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, სტუდიო ლიბერთის პარტნიორობით, საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი - Tbilisi Gastro Week 2026 გაიმართება.
საიუბილეო, მეხუთე სეზონს პროექტი განსაკუთრებული მასშტაბით ატარებს და მსოფლიოს წამყვან შეფმზარეულებს, სომელიეებს, გასტრონომიის ექსპერტებსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
Tbilisi Gastro Week-ის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული გასტრონომიული პლატფორმის განვითარება და ქართული პროდუქტისა და ღვინის კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაცია.
წელს, ფესტივალის პროგრამა განსაკუთრებულად ფოკუსირდება გასტრონომიის, ღვინის კულტურისა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებებზე. საქართველო უმასპინძლებს მსოფლიოში აღიარებულ პროფესიონალებს, მათ შორის, პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორს ფლორიან გიოტოს (Florian Guilloteau), რომელიც ქართველ სომელიე ანნა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებსა და სპეციალურ ვახშმებს გაუძღვება.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იქნება ფრანგული კულინარიის ლეგენდა, Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი (Jacques Pourcel), რომელიც რესტორან „ოსტიგანში“ Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელ შეფ სტეფან გორტინასთან ერთად ექსკლუზიურ ვახშამს გამართავს. 7 ივნისს ფესტივალს დახურავს “Gucci Osteria” ცნობილი, მიშლენის ვარსკვლავოსანი, იაპონელი შეფი ტაკაჰიკო კონდო.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება:
• საიუბილეო გალა-გახსნა; • საერთაშორისო Four Hands Dinner; • გასტრონომიული ტური კახეთში; • თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი; • სპეციალური გალა და დახურვის ვახშმები საერთაშორისო შეფების მონაწილეობით.
სტუდიო ლიბერთის მხარდაჭერით, საიუბილეო სეზონის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოს წამყვან შეფებთან, კულინარიული მასტერკლასები და განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებები, რომლებიც Tbilisi Gastro Week 2026-ს კიდევ უფრო მასშტაბურ და დასამახსოვრებელ მოვლენად აქცევს.