მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?
სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 16:10|bm.ge

საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ინდექსი ამ კვირაში დასტაბილურდა. აზიიდან წყნარი ოკეანეს მარშრუტზე ტარიფები გაიზარდა, თუმცა აზია-ევროპის მიმართულება შემცირდა. მთლიანობაში Drewry-ს საკონტეინერო გადაზიდვების მსოფლიო ინდექსი (WCI) 40-ფუტიან კონტეინერზე $4,465-ის დონეზე დარჩა.

უშუალოდ კონკრეტულ მიმართულებებს რაც შეეხება - შანხაი – ლოს-ანჯელესის სპოტური ტარიფები 5%-ით გაიზარდა და 40-ფუტიან კონტეინერზე $7,185 შეადგინა. შანხაი – ნიუ-იორკის მარშრუტზე კი, ფასები 3%-ით გაიზარდა და $9,587-ს მიაღწია.

საპირისპირო ტენდენციაა აზია-ევროპის მიმართულებაზე. შანხაი – გენუას სპოტური ტარიფები 10%-ით შემცირდა და $4,368 შეადგინა. შანხაი – როტერდამის მარშრუტზე ფასები 5%-ით $4,092-მდე დაეცა.

Drewry მიუთითებს, რომ საზღვაო გადამზიდავები სუეცის არხით ტრანზიტს ზრდიან, სადაც სერვისების აღდგენასთან ერთად გამტარუნარიანობა მკვეთრად იმატებს. ეს გზა გადამზიდავებს ბევრად აწყობთ, რადგანაც "კეთილი იმედის" კონცხის შემოვლითი მარშრუტი დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთან და გადაზიდვის დროის გაზრდასთან, რაც ოპერატორებს დიდ კონკურენტულ უპირატესობას აკარგვინებს.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია - კომერციულ გემებზე თავდასხმები ჰორმუზის სრუტეში შეფერხებებს ქმნის. ჩინეთის პორტები ტაიფუნ „საუდელის“ გამო კვლავ გადატვირთულია. ამასთან, პანამის არხში გვალვის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სექტემბრის დასაწყისში დღიური ტრანზიტი 34-მდე შემცირდა, ვარაუდობენ, რომ ეს თვის ბოლოსთვის 32-მდე შეიზღუდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

როდის გამოვა ახალი iPhone 18 Pro - Apple-მა პრეზენტაციისა და გაყიდვების განრიგი გამოაქვეყნა

BM.GE

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

თიბისი ტექსკოლა - სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

BM.GE

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ტურიზმის ნაკადები გაიზრდება - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE