მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T
სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T

სუპერმარკეტების მოგების მარჟა [EBITDA] შემცირდა, ხელფასების ხარჯი და შემოსავლები გაიზარდა - G&T

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 15:34|bm.ge

საქართველოში მოქმედი ბრენდული სუპერმარკეტების ქსელების საოპერაციო მომგებიანობა შემცირდა. მიზეზი საერთო მოგების მარჟის კლება და პერსონალის ხელფასებზე გაწეული ხარჯების ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის FMCG (ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის) ბაზრის 2026 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, შერჩეული ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მარჟა (საოპერაციო მომგებიანობა) გასული წლის 5.4%-დან 4.%-მდე შემცირდა.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების განმარტებით, მომგებიანობის კლება ორმა მთავარმა ფაქტორმა განაპირობა:

• საერთო მოგების მარჟის შემცირება: მაჩვენებელი 27.1%-დან 26.3%-მდე შემცირდა. • სახელფასო ხარჯების ზრდა: 2026 წლის პირველ ნახევარში სახელფასო ხარჯების ფარდობამ კომპანიების შემოსავალთან 12.9% შეადგინა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (12.3%).

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ იჯარისა (4.0%) და სხვა საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალთან მიმართებით თითქმის უცვლელი დარჩა.

ფინანსური მარჟების შეკუმშვის პარალელურად, ბრენდულ ქსელებში ახალი მაღაზიების გახსნის ტემპი შენელებულია 2025-2026 წლებში, 2021-2024 წლებთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაზარზე ბრენდული მაღაზიების რიცხვი სულ 41 ობიექტით გაიზარდა.

მიუხედავად მომგებიანობის შემცირებისა, ბრენდული ქსელების ჯამური შემოსავლები მაინც გაიზარდა (+12.8% წლიურად) და 5.4 მილიარდი ლარი შეადგინა. თუმცა, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არა ახალი ობიექტების დამატებით, არამედ არსებულ მაღაზიებში გაყიდვების მატებით (LFL ზრდამ 10.3% შეადგინა).

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში მთლიანი FMCG სექტორის შემოსავლებმა 13.1 მლრდ ლარს მიაღწია, საიდანაც ბრენდულ სუპერმარკეტებზე ბაზრის 41.1% მოდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

GOGC ამ დრომდე ელოდება Frontera-სგან არბიტრაჟში მოგებული კომპენსაციის მიღებას - ფინანსური ანგარიში

BM.GE

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

რა არის „ჰაუს ჰაქინგი“ ამერიკაში?

BM.GE