მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 20:28|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.

როგორც უწყება იტყობინება, სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე მ. ნ.-ას (მისამართი: სენაკი, ნოსირი, 22-ე ქუჩა N27) კუთვნილი ფრინველთა (მწყრის) სასაკლაო შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მწყრის დაკვლის ფაქტი. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც წიწამური-ავჭალის ₾499-მილიონიან გვირაბს გაიყვანს

რა ვიცით China Railway Tunnel Group-ზე, რომელიც წიწამური-ავჭალის ₾499-მილიონიან გვირაბს გაიყვანს

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხა

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება გამორიცხა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის - საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

BM.GE