მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუსის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - მედია
სუსის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - მედია

სუსის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - მედია

BM.GE5 მაისი, 2026, 19:35|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი უძილაურია - ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

bm.ge-ს უწყებაში უთხრეს, რომ უძილაური უწყებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

წლების განმავლობაში უძილაური "ქართუს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო.

სუსმა ჯაშუშობის ბრალდებით მოქმედი მაღალჩინოსანი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე.

სუსს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის, თუმცა "კურიერი" წერს, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE