მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თაბუკაშვილის N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის ₾6,9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
თაბუკაშვილის N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის ₾6,9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თაბუკაშვილის N51-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის ₾6,9-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE2 მაისი, 2026, 01:21|bm.ge

თბილისის განვითარების ფონდმა რეზო თაბუკაშვილის ქ. N51-ში არსებული შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 915 044 ლარია.

სამუშაოების შესრულების ვადად 30 თვეა განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ სამი წლის წინ - 2023 წლის ივნისში დააანონსა. მაშინ კახა კალაძემ თქვა, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა, რომელსაც ავარიულობის მეოთხე ხარისხი მიენიჭა. ბიუჯეტად მაშინ 11 მლნ ლარი დასახელდა.„ეს სახლი არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ძეგლი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია - მინიჭებული აქვს ავარიულობის მეოთხე ხარისხი. ამ სახლის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ბოლო პერიოდში გაჩენილმა ხანძარმა. პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 11 მლნ ლარს, ხოლო შესრულების ვადა 30 თვეა“, - განაცხადა მაშინ კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE