მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა
ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

ტაივანის საფონდო ბირჟამ ინდოეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა

BM.GE26 მაისი, 2026, 22:51|bm.ge

Bloomberg Terminal-ის მონაცემებით, ტაივანის საფონდო ბირჟამ აქციების საბაზრო კაპიტალიზაციით ინდოეთს გადაასწრო, რაც ძირითადად ნახევარგამტარების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის, TSMC-ის აქციების რეკორდულ ზრდას უკავშირდება.

უახლესი მონაცემებით, კუნძულის საფონდო ბაზრის ღირებულებამ $4.95 ტრილიონს მიაღწია, პარალელურად კი ინდოეთის მაჩვენებელი $4.92 ტრილიონამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლით ტაივანის საფონდო ბაზარმა მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა და ის მხოლოდ აშშ-ის, ჩინეთის, იაპონიისა და ჰონგ-კონგის ბაზრებს ჩამორჩება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თუ ტავანური TSMC ყოველ კვარტალში ახალ რეკორდებს ამყარებს, ინდოეთის ბაზარი ამ ეტაპზე განსხვავებულ გამოწვევებს აწყდება, რაც ენერგორესურსების გაძვირებით, კორპორაციული მოგების ზრდის ტემპის შენელებითა და AI ინფრასტრუქტურასთან პირდაპირ დაკავშირებული კომპანიების სიმცირით არის განპირობებული. ამას ისიც ემატება, რომ ქვეყანა სისტემურ კორუფციაშია ჩაფლული და ბოლო 10 წლის განმავლობაში იქ ერთი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიაც არ შექმნილა, რაც ინდოეთის ბაზარს ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესო შესაძლებლობად აქცევს.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანმა ინდოეთს საფონდო ბაზრის ჯამური ღირებულებით გაუსწრო, ინდოეთის ეკონომიკა მასშტაბებით კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს კუნძულის მაჩვენებლებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $4.15 ტრილიონს შეადგენს და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, ხოლო ტაივანის მშპ სულ რაღაც $977 მილიარდით განისაზღვრება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტაივანში 23.3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ინდოეთში - რეკორდული 1.5 მილიარდი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE