მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამაზ ელიზბარაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი შეეფარდა - ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თამაზ ელიზბარაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი შეეფარდა - ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თამაზ ელიზბარაშვილს 50 000-ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი შეეფარდა - ბიზნესმენი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 16:44|bm.ge

მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენი, თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. თამაზ ელიზბარაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ დაამტკიცა.

"საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა", - წერს IPN.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და შალვა კუჭუაშვილს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულს და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვანეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
  • ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • ირინა სარიშვილი, თამარ ბაგრატიონის შესახებ დაწერილი პოსტის გამო, სასამართლოში დაიბარესტვ პირველი
სასამართლოს →

მსგავსი სტატიები

კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინააღმდეგ კომპანია "M-სერვისის" საჩივარი არ მიიღო

კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინააღმდეგ კომპანია "M-სერვისის" საჩივარი არ მიიღო

BM.GE

ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალა

ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების წესი შეცვალა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა - Freedom House

საქართველომ „თავისუფალი“ ინტერნეტის მქონე ქვეყნის სტატუსი დაკარგა - Freedom House

BM.GE