მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თანამშრომლობით მავნებლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება" - როგორ დავიცვათ ფუტკარი მავნე მწერებისგან?
"თანამშრომლობით მავნებლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება" - როგორ დავიცვათ ფუტკარი მავნე მწერებისგან?

"თანამშრომლობით მავნებლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება" - როგორ დავიცვათ ფუტკარი მავნე მწერებისგან?

BM.GE19 სექტემბერი, 2026, 14:34|bm.ge

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ინიციატივით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გეგუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მეფუტკრე ფერმერებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაერთიანების დირექტორმა ავქსენტი პაპავამ ყურადღება გაამახვილა დარგში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე აზიური ფაროსანას, ამერიკული თეთრი პეპლის, იტალიური კალიისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობისას.

აღინიშნა, რომ წამლობის პერიოდში აუცილებელია მეფუტკრეებთან მუდმივი კოორდინაცია და მათი ჩართულობა.

„წლებია ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან. კომპლექსური ღონისძიებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმები სრულად არის დაცული. აღნიშნული თანამშრომლობით მავნებლის რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება და ფუტკრის დაცვაც გარანტირებული გახდება“, - აღნიშნა ავქსენტი პაპავამ და მოუწოდა მეფუტკრეებს, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ parosana.ge-ზე და ამ მიმართულებებით ინფორმაციას დეტალურად მიიღებენ.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ფუტკრის თანმიმდევრულ მოვლასა და მკურნალობაზე, რის გარეშეც ფუტკრის დაცემა გარდაუვალია. პაპავამ მეფუტკრეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ფუტკრის ოჯახების დაავადების საეჭვო ნიშნების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას მიმართონ.

სეს-ის თანახმად, მეფუტკრეებთან სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა საველე პირობებში, ერთ-ერთ საფუტკრეში პრაქტიკული მეცადინეობით გაგრძელდა, სადაც საშემოდგომო პერიოდში ფუტკრის მავნე მწერებისგან დაცვისა და ფუტკრის შხამის მიღების მექანიზმები განიხილეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დღეს, თბილისში 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტში ₾280 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო - ირაკლი კობახიძე

დღეს, თბილისში 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტში ₾280 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო - ირაკლი კობახიძე

BM.GE

“ბუღალტრად მაქციეს მეღვინე კაცი… მოსაკრებლის გაუქმებით ბიუროკრატია არ მცირდება” - “ფაფრის ველის” დამფუძნებელი

“ბუღალტრად მაქციეს მეღვინე კაცი… მოსაკრებლის გაუქმებით ბიუროკრატია არ მცირდება” - “ფაფრის ველის” დამფუძნებელი

BM.GE

ენერგეტიკის განვითარების ფონდი $10-დან $50 მილიონამდე გრანტების მოზიდვას გეგმავს

ენერგეტიკის განვითარების ფონდი $10-დან $50 მილიონამდე გრანტების მოზიდვას გეგმავს

BM.GE

დღეს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება

დღეს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ ჩატარდება

BM.GE