
ტანსაცმელზე უცხოელების საშუალო ტრანზაქცია რეზიდენტებისას 2-ჯერ აღემატება - თიბისი კაპიტალი
BM.GE|bm.ge
ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები 19%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში თიბისი ბანკის გავლით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 19%-ით იყო გაზრდილი. საშუალო დანახარჯის მოცულობა კი, ერთ ტრანზაქციაზე 102 ლარი შეადგენდა.
ხარჯების 76% რეზიდენტებზე, 24%-ი კი უცხოელებზე მოდიოდა. „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 89 ლარს გაუტოლდა.
ამავე პერიოდში არარეზიდენტების მიერ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 20 %-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 182 ლარს გაუტოლდა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge